ჩემს გამარჯვებას ყოველთვის ჩემს გმირებს ვუძღვნი, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა დაიცვეს და ასახელეს და ჩემს სამშობლოს, - ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა გორში განაცხადა, სადაც მას საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
მან გორელ ქომაგებს და სრულიად საქართველოს მადლობა გადაუხადა გულშემატკივრობისთვის,
„ხანდახან ვფიქრობ, კიდევ ხომ არ მძინავს, დაუჯერებელია. ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს, რომ ჩემს გამარჯვებას ყოველთვის ჩემს გმირებს ვუძღვნი, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა დაიცვეს და ასახელეს და ჩემს სამშობლოს. პირველ რიგში ჩემს შინდისელ გმირებს ვენაცვალე, მათი ცოცხლად გამარჯვება იყოს“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.
ქართველმა მოჭიდავემ ფინალში ირანელი ფალავანი 0:9 დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. აქამდე პეტრიაშვილი რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლებს ფლობდა. ის მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონიცაა.
პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშებზე საქართველომ შვიდი მედალი მოიპოვა: სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო და მედლების საერთო რაოდენობით ისტორიაში პირველად საქართველომ 24-ე ადგილი დაიკავა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |