FARA-ს კანონის შესაბამისად, ტრამპის ყოფილი უფროსი მრჩეველი, კელიენ კონვეი უცხოურ აგენტად დარეგისტრირდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 13 აგვისტო 2024, 01:17

უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) შესაბამისად, დონალდ ტრამპის ყოფილი უფროსი მრჩეველი, კელიენ კონვეი უცხოურ აგენტად დარეგისტრირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია ABC News-ი ავრცელებს.

კელიენ კონვეიმ, რომელიც 2017-2020 წლებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროსი მრჩეველი იყო, განაცხადა, რომ ის უკრაინის მხარდასაჭერად ლობირებას აპირებს.

კონვეი ასევე ჩაერთვება სხვა სახის ლობირებაში უკრაინის სახელით, როგორიცაა უკრაინელ ვეტერანებთან და ამერიკელ კანონმდებლებთან შეხვედრების ორგანიზება.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში შეტანილი დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, რომ კოლიენ კონვეი წარმოადგენს უკრაინელი მილიარდერის, ვიქტორ პინჩუკის ფონდს.

კონვეი დაიქირავეს, რათა გავლენა მოახდინოს ამერიკელ „პოლიტიკურ ლიდერებზე“, „კანონმდებლებსა და ექსპერტებზე“ უკრაინასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მაჭავარიანი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა ბევრი ინფორმაცია ჩვენგან მიიღეს, აქციების დროს დაშავებული პოლიციელების რაოდენობაც არ იცოდნენ
Politico: ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია, შესაძლოა, ძალადობრივი ჯგუფების სამიზნე გახდეს
ფიზიკური დაპირისპირება დოლიძის ქუჩაზე - გავრცელებული ინფორმაციით, გაფიცულ მოქალაქეებს მოსახლეობა დაუპირისპირდა
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: ვერ წარმოადგინეს მტკიცებულება ვერც გაყალბებასთან და ვერც იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმეზე ზეწოლა იყო არჩევნების დროს
გიგი უგულავა: სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბატონ გიორგი გახარიას. ღამე მას თავს ქოც/რუს/ზონდერ დეპუტატები დაესხნენ
არქივი