ძალიან დიდი მოტივაცია მომცა ჩვენმა გენო პეტრიაშვილმა, ჩვენმა ბიჭებმა, ვინც მედლები მოიპოვეს. საქართველო, ეს თქვენ გეძღვნებათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
161 11 აგვისტო 2024, 09:13

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მწვრთნელებს - გიორგი ასანიძეს, ავთანდილ გახოკიძეს და მამაჩემს, რომელმაც ვარჯიში დამაწყებინა. ძალიან დიდი შრომა ჩადეს ჩემ მომზადებაში, - ამის შესახებ სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველაზე დიდი სიმდიდრეა ეს მედალი იმიტომ, რომ გაგვიჭირდა ამ მედლის მოპოვება. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მწვრთნელებს - გიორგი ასანიძეს, ავთანდილ გახოკიძეს და მამაჩემს, რომელმაც ვარჯიში დამაწყებინა. ძალიან დიდი შრომა ჩადეს ჩემ მომზადებაში. მინდა, ეს მედალი ყველა ჩემს გულშემატკივარს, ფედერაციას და ჩემს ოჯახს მივუძღვნა. ბოდიში, რომ ცოტა განერვიულეთ. ასეთი ემოციები არცერთი გამარჯვებს შემდეგ არ მიმიღია და ჩემთვის ეს ყველაზე მეტად დასაფასებელია. ძალიან დიდი მოტივაცია მომცა ჩვენმა გენო პეტრიაშვილმა, ჩვენმა ბიჭებმა, ვინც მედლები მოიპოვეს. საქართველო, ეს [გამარჯვება] თქვენ გეძღვნებათ“, - განაცხადა ტალახაძემ.

ლაშა ტალახაძე(+102) ზედიზედ მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენმა ატაცში 115 კგ დააფიქსირა, აკვრაში 255 დაძლია, ორჭიდის ჯამში კი 470 დააგროვა და მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი