ზურაბ ქადაგიძე: ახლა, როდესაც საქართველო სრულიად გამართლებულია რუსეთის ფედერაციასთან, აუცილებელია დაიწყოს ნაციონალური რეჟიმის სამართლებრივ-პოლიტიკური საქმის წარმოება, თუ რა მოხდა 2008 წელს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 08 აგვისტო 2024, 16:24

ახლა, როდესაც საქართველო სრულიად გამართლებულია რუსეთის ფედერაციასთან, აუცილებელია დაიწყოს ნაციონალური რეჟიმის სამართლებრივ-პოლიტიკური საქმის წარმოება თუ რა მოხდა 2008 წელს, როგორ კოლაბორაციაში იყო საქართველოს მთავრობა რუსეთის სპეც-სამსახურებთან, რა გარიგებებს ჰქონდა ადგილი, რამ განაპირობა საქართველოს მთავრობის მხრიდან, ქართულ ჯარზე ომის დაბრალება, რატომ ანადგურებდნენ ფაქტებს, მასალებს და ა.შ?! - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

ქადაგიძის თქმით, რამდენადაც არ უნდა დაიშალოს და რა სახელიც არ უნდა დაირქვას კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სამართალს ვერსად გაექცევიან და ყველა კანონის უმკაცრესად გასამართლდება.

„პოლიტიკური ჭირი, რომელიც წამლავდა საქართველოს 2003-2012 წლებში, დღესაც რეანიმაციას ცდილობს და მეტასტაზებივით ლამობს გამრავლებას.

რამდენ უბედურებას შეამთხვიეს ქვეყანა, თუმცა განსაკუთრებით გამოსარჩევია აგვისტოს ომი და ოკუპაცია, რომელსაც ხელი შეუწყო სააკაშვილის რეჟიმმა.

რუსების ავანტიურას აჰყვნენ, დახოცილი გმირები უპატრონოდ მიატოვეს ბრძოლის ველზე, წითელი ხიდიდან გარბოდნენ, ხელი მოაწერეს რეზოლუცია 1633-ს, სადაც საკუთარ ჯარს დააბრალეს სამხედრო დანაშაულები და ომის დაწყება, საერთაშორისო გამოძიებას ხელი შეუშალეს და ფაქტების გადამალვით იყვნენ დაკავებულები 2012 წლამდე, ხოლო ოპოზიციაში გადასვლის მერე, არა თუ მიჩუმდნენ და დანაშაული გაითავისეს, ორმაგი ძალებით დაიწყეს ქვეყნის ნგრევაზე ფიქრი!

ეს ყველაფერი გამოუძიებელი არ დარჩება და უმკაცრესად მოუწევს პასუხისგება ყველას, ვინც პირდაპირ თუ ირიბად იღებდა მონაწილეობას სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულებში.

ბევრი კითხულობს, რატომ აქამდე არ დაიწყო გამოძიება?!

- 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დაიწყო აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო სასამართლოებთან.

მოპოვებულ და მოძიებულ იქნა უამრავი მტკიცებულება, რომელიც სააკაშვილის მთავრობის მიერ განადგურებას გადაურჩა, რაც თავისთავად საერთაშორისო გამოძიებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

შესაბამისად, სტრასბურგისა და ჰააგის საერთაშორისო სასამართლოებში საქართველო სრულად გამართლდა რუსეთის წინააღმდეგ. ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ აგვისტოს ომის გამოძიებას ვერ დაიწყებდა საქართველო, რათა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს, საერთაშორისო სასამართლოებში არ გამოეყენებინა ჩვენი, შიდა გამოძიება და ხელი არ შეეშალა ჭეშმარიტების დადგენისთვის.

ახლა, როდესაც საქართველო სრულიად გამართლებულია რუსეთის ფედერაციასთან, აუცილებელია დაიწყოს ნაციონალური რეჟიმის სამართლებრივ-პოლიტიკური საქმის წარმოება, თუ რა მოხდა 2008 წელს, როგორ კოლაბორაციაში იყო საქართველოს მთავრობა რუსეთის სპეც-სამსახურებთან, რა გარიგებებს ჰქონდა ადგილი, რამ განაპირობა საქართველოს მთავრობის მხრიდან, ქართულ ჯარზე ომის დაბრალება, რატომ ანადგურებდნენ ფაქტებს, მასალებს და ა.შ?!

რამდენადაც არ უნდა დაიშალოს და რა სახელიც არ უნდა დაირქვას კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ, სამართალს ვერსად გაექცევიან და ყველა, კანონის უმკაცრესად გასამართლდება.

ქართული "ნიურნბერგის" პროცესი თავის თავზე უნდა აიღოს, ახალი მოწვევის პარლამენტმა, როდესაც ქართველი ხალხი დიდი ლეგიტიმაციით გაუგრძელებს მანდატს ხელისუფლებას!
არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა!

დიდება გმირებს!

დიდება საქართველოს!“ - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: სადამკვირვებლო ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტების ნახევარზე მეტი, ოპოზიციასთან პირდაპირ კავშირში იმყოფება - გამოჩნდა, დასავლეთის მიერ გადმორიცხული თანხა კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების ინტერესებს ემსახურება
მამუკა მდინარაძე: თუკი ვინმე იტყვის, რომ ან პირადობის მოწმობის გამორთმევა ამომრჩევლისთვის, ან სხვაგვარი კანონდარღვევა უნდა ჩაიდინოს, უთხარით, რომ ეს არის მავნებლობა, რომელსაც ზიანის მეტი არაფერი მოაქვს
მამუკა მდინარაძე: რაც არ უნდა ხდებოდეს, არავის გადასცეთ თქვენი პირადობის მოწმობა, საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა და ყველას გთხოვთ, აიღოთ პასუხისმგებლობა როგორც მონაწილეობაზე, ასევე თქვენს არჩევანზე!
დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიცია ყველაფერს ქართულს ებრძვის - კუბილიუსის, როთის და კელის ნათქვამი უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე საკუთარი ერის ხმა
თამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო მკაფიო პოლიტიკური გზავნილი გარე და შიდა აქტორებისათვის, ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ თავი დააღწია პოლიტიკურ სერვილიზმს და მკაფიო არჩევანს აკეთებს ომსა და მშვიდობას შორის!
არქივი