გიორგი ანწუხელიძის მეუღლე: 16 მძიმე წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა - განცდები უფრო მეტად გვაქვს. თავიდან ვერ ვაცნობიერებდით. გიორგის გარეშე რომ გვიწევს ცხოვრება, ახლა უფრო რთულია - თავისუფლებას, თავის სამშობლოს შეეწირა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
99 08 აგვისტო 2024, 12:34

16 მძიმე წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა - განცდები უფრო მეტად გვაქვს. თავიდან ვერ ვაცნობიერებდით. ახლა გიორგის გარეშე რომ გვიწევს ცხოვრება, უფრო რთულია, - ამის შესახებ გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ, მაკა ჩიკვილაძემ მუხათგვერდის სასაფლაოზე განაცხადა, სადაც დღეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულ გმირებს პრემიერ-მინისტრმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს.

მისი თქმით, გიორგი ანწუხელიძე თავისუფლებას, თავის სამშობლოს შეეწირა, ისევე როგორც ყველა აგვისტოს ომში გარდაცვლილი ჯარისკაცი.

„მე დავურეკე - გიორგის ვერ უკავშირდებოდნენ, მე დამირეკეს და შემდეგ გიორგის დავურეკე. ვუთხარი, გიძახებენ. მგონი, ომი დაიწო და ფრთხილად იყავი-მეთქი. გიორგიმ მითხრა, ნუ გეშინია, არაფერი მომივა. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი. შემდეგ გიორგის ვეღარ დავუკავშირდი“, - განაცხადა მაკა ჩიკვილაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, დიმიტრი სამხარაძესთან ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიამ დაიწყო, რასაც წყაროს ინფორმაციით სამხარაძის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა
ნიკა მელია - პოლიტიკოსებზე თავდასხმა პირველად არ ხდება, ეს არის შურისძიება კონკრეტულად გახარიას წინააღმდეგ
გურჯაანში ტრაილერი გადაბრუნდა - გარდაცვლილია ოთხი ადამიანი
თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში თანამშრომელთა ხელფასი იზრდება
კახა კალაძე: შეურაცხყოფის მიუხედავად, ღონისძიებებში ჩართული ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ „საახალწლო სოფელს“ გამართულად ემუშავა
არქივი