აგვისტოს ომის შემზარავი შედეგები 16 წელია ღია ჭრილობად რჩება ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ომს შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეები და ჩვენი გმირი ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული ათასობით ოჯახი, გაპარტახებული სოფლები, დაკარგული ტერიტორიები, მიტოვებული წინაპართა საფლავები, დევნილობაში დაბადებული ბავშვები- აგვისტოს ომის შემზარავი შედეგები 16 წელია ღია ჭრილობად რჩება ჩვენი ქვეყნისთვის.
ოკუპირებული ტერიტორიები მთავარი გამოწვევაა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის, რომელიც მშვიდობიან, განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს შენებას გულისხმობს.
ურყევია ჩვენი რწმენა, რომ მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ შენებით, მხოლოდ წინსვლით და განვითარებით მივაღწევთ საქართველოს გამთლიანებას ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად.
მარადიული ხსოვნა და დიდება იყოს აგვისტოს ომში დაღუპული გმირების, რომელთაც სამშობლოს ყველაზე ძვირფასი -საკუთარი სიცოცხლე შესწირეს“, - წერს იგი.
რუსეთ-საქართველოს ომიდან 16 წელი გავიდა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |