108
08 აგვისტო 2024, 00:10
ეს იყო რუსეთის მხრიდან უკანონო შეჭრა და რუსეთი აგრძელებს უკანონო ოკუპაციას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს უპაუსუხა კითხვაზე აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
"მე ვფიქრობ, სახელმწიფო მდივნის დღევანდელ განცხადებაში მკაფიო იყო, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან უკანონო შეჭრა და რუსეთი აგრძელებს უკანონო ოკუპაციას.
რა თქმა უნდა, ნაბიჯები, რასაც ისინი ცდილობენ, ტერიტორიების მისაკუთრებისთვის გადადგან, არის სრულად გაუმართლებელი“, - განაცხადა მილერმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |