შოთა მიშველიძე: სამწუხაროდ, დღეს ტრავმამ არ მომცა საშუალება, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმით მეასპარეზა. ეს არ არის დასასრული, არ გავჩერდები სანამ იქ არ მივალ, რისთვისაც ვიბრძვი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
149 07 აგვისტო 2024, 22:12

სამწუხაროდ, დღეს ტრავმამ არ მომცა საშუალება, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმით მეასპარეზა, თუმცა, ეს არ არის დასასრული და არ გავჩერდები სანამ იქ არ მივალ, რისთვისაც ვიბრძვი, - ამის შესახებ ქართველმა ძალოსანმა შოთა მიშველიძემ განაცხადა.

მან გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ხელი შემიწყო იმისთვის, რომ არ გავტეხილიყავი ფსიქოლოგიურად და გამეკეთებინა ის, რაც გავაკეთე.

წარმატება მინდა ვუსურვო ბიჭებს, ვინც ამ დღეებში გამოდიან, ვუსურვო გამარჯვებები და ბევრი მედალი. ასევე, მინდა იმ ბიჭებს მივულოცო გამარჯვება, რომლებმაც შეძლეს და საქართველოს დროშა კვარცხლბეკზე ააფრიალეს. გილოცავთ ბიჭებო, ასე გააგრძელეთ.

მადლობა ყველას, ვინც მგულშემატკივრობდა, ვინც ამ მარცხის შემდეგ მამხნევებდა და მამხნევებს“, - აღნიშნა შოთა მიშველიძემ.

შოთა მიშველიძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა ორჭიდის ჯამში 256 კილოგრამით მეექვსე ადგილზე დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი