პარიზის პარკში მძინარი პარიზის ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსნის ფოტო პრესაში და სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
160 05 აგვისტო 2024, 21:22

იტალიელი მოცურავის, პარიზის ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსნის, ტომას ჩეკონის ფოტო პრესაში და სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. ჩეკონს პარიზის ერთ-ერთ პარკში ეძინა, როცა საუდელმა ნიჩბოსანმა, ჰუსეინ ალირეზამ ფოტო გადაუღო, სოციალურ ქსელში ატვირთა და ასეთი წარწერა დაურთო -„დღეს დაისვენე, ხვალ გაიმარჯვე“, – ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Mirror ავრცელებს.

საქმე ისაა, რომ ტომას ჩეკონმა საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება პარიზის თამაშების ორგანიზატორებისადმი და ოლიმპიურ სოფელში არსებულ ცუდ პირობებზე ისაუბრა:

„ოლიმპიურ სოფელში არ არის კონდიციონერი, ცხელა და საკვებიც უვარგისია. ბევრმა სპორტსმენმა ამ მიზეზების გამო ოლიმპიური სოფელი  დატოვა და სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. ეს არის რეალობა, რომელიც, შესაძლოა, ბევრმა არ იცის“.

ვირუსულად გავრცელებულ ფოტოს, თითქოს ტომას ჩეკონს თავშესაფარი არ აქვს, იტალიის ცურვის ფედერაცია მოკლე წინადადებით გამოეხმაურა – „მან მხოლოდ ჩათვლიმა“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი