პარიზის ოლიმპიადაში ხუთი ქართველი არბიტრი მონაწილეობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
182 05 აგვისტო 2024, 16:57

პარიზის ოლიმპიადაში ხუთი ქართველი არბიტრი მონაწილეობს, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე ძიუდოში ორთაბრძოლებს უძღვებოდა ქართველი დიქტორი გიორგი ჭანიშვილი.

„მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე, ოლიმპიადაზე, ქართველი სპორტსმენების გარდა იმყოფებიან ქართველი არბიტრებიც. ზედიზედ მესამე ოლიმპიადაში მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა ვლადიმერ ნუცუბიძემ (ძიუდო), მსაჯებმა რუსუდან ხოფერიამ (ბატუტზე ხტომა) და ილია გიორგაძემ (სპორტული ტანვარჯიში). ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ პარიზში იმსაჯებს ელისო ბედოშვილიც (მხატვრული ტანვარჯიში).

მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებამ პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მომუშავე მსაჯთა შორის დაასახელა უმაღლესი საერთაშორისო კატეგორიის ქართველი არბიტრი ზაზა ჯიბლაძეც. ის ოლიმპიადაზე პირველად იმსაჯებს. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ედიშერ მაჩაიძისა და თემურ ყაზარაშვილის შემდეგ ზაზა ჯიბლაძე იქნება მესამე არბიტრი, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე მოჭიდავეთა შეხვედრებზე იმსაჯებს.

აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე ძიუდოში ორთაბრძოლებს უძღვებოდა ქართველი დიქტორი გიორგი ჭანიშვილი. ის ერთადერთი ქართველი დიქტორია, რომელიც პარიზის ოლიმპიურ თამაშებს გაუძღვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი