ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგაში ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
159 05 აგვისტო 2024, 15:10

ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის სასტარტო ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს – ასეთია ერთდროულად ორი საფეხბურთო ვებგვერდის, Sofascore-ს და Whoscored და ასევე „კიკერის“ და BBBank-ის შეფასებები.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მთავარი გმირი იყო ბუნდესლიგა 2-ის პირველ ტურში, რომელშიც „კარლსრუემ“ „ნიურნბერგთან“ საშინაო შეხვედრა 3:2 მოიგო. თუმცა, მასპინძლები პირველი ტაიმის ბოლომდე 0:2 მარცხდებოდნენ, სანამ საქმეში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი არ ჩაერთო. ბუდუმ 45+2-ე წუთზე ანგარიში შეამცირა, 73-ზე გათანაბრა, ხოლო 78-ეზე „კარლსრუესთვის“ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ანალიტიკურმა ვებგვერდმა Sofascore-მა ბუდუ ზივზივაძეს 9,8 ქულა დაუწერა, ხოლო Whoscored-მა ლამის იდეალური 9,9 ქულა – ორივემ სიმბოლურ გუნდში მოხვედრასთან ერთად, ქართველი ფორვარდი ტურის მოთამაშედ აღიარა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი