მადლობას ვუხდი უფალს ყველაფრისთვის. მე დავტკბი ამ ოლიმპიური თამაშებით, მივიღე სიამოვნება. ჩემზე ძალიან არავის გაუხარდებოდა, რომ ოქრო ჩამომეტანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
167 04 აგვისტო 2024, 22:13

ჩემზე ძალიან არავის გაუხარდებოდა, რომ ოქრო ჩამომეტანა, - ამის შესახებ მოკრივე ლაშა გურულმა ორთაბრძოლის შემდეგ განაცხადა.

მან შეჯიბრების დროს მიღებულ დაზიანებებზე ისაუბრა, რის გამოც ოქროს მედლის მოპოვება გაუჭირდა. მან კუბელ ერისლანდი ალვარეს ბორხესთან ორთაბრძოლაზეც ისაუბრა.

„შესაძლოა, პირველ შეხვედრაში რომ შევხვედროდი, შესაძლოა სხვაგვარად დასრულებულიყო ბრძოლა. წინა მეტოქე ძალიან უხეში იყო სამივე რაუნდში. გამიხეთქა ორივე წარბი, ტუჩები თავით. ძალიან დაზიანებული ვიყავი. ცალკე სხვა ტრავმები, არ მიყვარს ამაზე საუბარი, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ორივე წარბი გახეული მაქვს, თვალიდანაც მხედველობა რთული იყო, მქონდა თავის ტკივილებიც, მაგრამ რაც შემეძლო მაქსიმუმი გავაკეთე. ეს არის სპორტი და შესაძლოა, ის იყოს შენზე უკეთესი.

ასე, რომ მადლობას ვუხდი უფალს ყველაფრისთვის. მე დავტკბი ამ ოლიმპიური თამაშებით, მივიღე სიამოვნება. ჩემზე ძალიან არავის გაუხარდებოდა, რომ ოქრო ჩამომეტანა - რაც ვიშრომე ჩემზე მეტს ვერ იშრომებდა ჩემი გულშემატკივარი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ადეკვატურ გულშემატკივარს ჩემი კარგად ესმის.

მინდა მივულოცო ჩემს ოჯახს, სრულიად საქართველოს და გულშემატკივარს ეს შედეგი. მომავალში ვეცდები კიდევ უფრო გავაუმჯობესო“, - განაცხადა ლაშა გურულმა.

მოკრივე ლაშა გურულმა (63,5) ოლიმპიადის ნახევარფინალში იასპარეზა. ის კუბელ ერისლანდი ალვარეს ბორხესს დაუპირისპირდა, შეხვედრა 0:5 დათმო და სადებიუტო ოლიმპიადაზე ისტორიული ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი