ლაშა გუჯეჯიანი: ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ფაქტით, რომ გვყავს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ეს ყველაფერზე მეტყველებს. ასე, რომ წინ საქართველო!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
189 03 აგვისტო 2024, 18:13

ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ფაქტით, რომ გვყავს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ეს ყველაფერზე მეტყველებს, - ამის შესახებ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა განაცხადა.

„დამთავრდა პარიზის ოლიმპიური თამაშები ძიუდოსთვის. ჩვენი დელეგაციიდან ბევრი სპორტსმენი აგრძელებს ასპარეზობას. მინდა ყველა გუნდის წარმომადგენელს, მწვრთნელს, სპორტსმენს წარმატება ვუსურვო.

ის ოქროს მედლები, ვერცხლის მედლები და მთლიანობაში მედლები, რომლებიც ძიუდომ შეძლო და მოიპოვა, მინდა ვუსურვო ყველას ჰქონდეს მსგავსი წარმატება.

თვითონ ძიუდოს შეფასების ნაწილში შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ფაქტით, რომ გვყავს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ეს ყველაფერზე მეტყველებს. ასე, რომ წინ საქართველო!“ - აღნიშნა ლაშა გუჯეჯიანმა.

საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა ოლიმპიადაზე გამოსვლა სამი მედლით დაასრულა. ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა ლაშა ბექაურმა. ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე კი ვერცხლის მედალოსნები გახდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი