ანკარაში რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა მოხდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1065 01 აგვისტო 2024, 19:30

ანკარაში რუსეთსა და დასავლეთს შორის 26 დაკავებული პირის გაცვლა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაცია (MIT) ავრცელებს.

მათი ცნობით, ეს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის დაკავებულების “ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური” გაცვლაა, რომლის ფარგლებში 26 დაკავებული იქნა გათავისუფლებული, რომლებიც შვიდი სხვადასხვა ქვეყნის საპატიმროებში იმყოფებოდნენ - აშშ-ში, გერმანიაში, პოლონეთში, სლოვენიაში, ნოერვეგიაში, რუსეთსა და ბელარუსში.

“გაცვლის ოპერაციის ფარგლებში 10 დაკავებული, მათ შორის ორი ბავშვი, რუსეთს გადაეცა, 13 დაკავებული - გერმანიას, სამი დაკავებული - აშშ-ს”, - ნათქვამია განცხადებაში.

MIT ადასტურებს, რომ გაცვლის ფარგლებში გათავისუფლებულ იქნა რუსეთში დაკავებული Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი, ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, ბელარუსში დაკავებული გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი, რუსი ოპოზიციონერი ილია იაშინი, და გერმანიაში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული “ეფესბეს” ოფიცერი, ვადიმ კრასიკოვი.

თურქული მხარე ადასტურებს, რომ ის გაცვლაში შუამავლის როლს თამაშობდა, და ასევე ახდენდა პროცესის კოორდინაციას და უზრუნველყოფდა მის უსაფრთხოებას. მათი ცნობით, პროცესის ერთ-ერთი ბოლო ეტაპი ივლისში თურქეთში შვიდი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრა იყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო
ვლადიმერ ბოჟაძე როთის ვიზიტზე: ეს არის ქვეყნის შიგნით საქმეებში ჩარევა. რა თქმა უნდა, ასეთი ვიზიტები არაფრის მომცემია თავად როთისთვის ან თავად ოპოზიციისთვის
ვახტანგ ჩოჩია როთზე: მის პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე თვალსაჩინო ადგილი უკავია საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეობას. მან, ფაქტობრივად, უფრო მეტი პოპულარობა დააგროვა ქართულ „ნაც ბაბლში“, ვიდრე მას ჰქონდა პოპულარობა გერმანიაში
დავით მათიკაშვილი: კომისიის მიზანი იქნება იმ დანაშაულების გამოძიება და სისტემური დანაშაულის საბოლოო შეფასება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო მათ მიერ ჩადენილი ჩვენ ქვეყანაში
გიორგი ვოლსკი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ყველამ უნდა იცოდეს, ახალგაზრდებმა განსაკუთრებით, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ბოროტ ძალასთან, რომელმაც სისხლიანი მმართველობის სისტემა ჩამოაყალიბა 2012 წლამდე
არქივი