NYT: 11 სექტემბრის ტერაქტში ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება დაიდო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 01 აგვისტო 2024, 15:36

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დაგეგმვაში ბრალდებულ სამ კაცთან საპროცესო შეთანხმება დაიდო. ამის შესახებ The New York Times-ი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ, სანაცვლოდ კი ითხოვენ, რომ მათ წინააღმდეგ სიკვდილით დასჯა არ გამოიყენონ.

საუბარია ჰალიდ შეიხ მოჰამადზე, ვალიდ ბინი ატაშსა და მუსტაფა ალ-ხავსავივზე. 59 წლის მოჰამადი ინჟინერია, რომელმაც განათლება აშშ-ში მიიღო. გამოძიების თანახმად, სწორედ მისი იდეა იყო თვითმფრინავების გატაცება და მათი მსოფლიო სავაჭრო ცენტრისა და პენტაგონის შენობებთან შეჯაბეა. პროკურორების ვერსიით, მან ეს გეგმა უსამა ბინ ლადენს 1996 წელს წარუდგინა, შემდეგ კი შემსრულებლების მომზადებაში იღებდა მონაწილეობას.

11 სექტემბრის ტერაქტის დაგეგმვაში ბრალდებული სამი ადამიანი წლების განმავლობაში, გუანტანამოს ყურეში მდებარე ამერიკულ საზღვაო ბაზაზე ჰყავდათ დაკავებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, დიმიტრი სამხარაძესთან ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიამ დაიწყო, რასაც წყაროს ინფორმაციით სამხარაძის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა
ნიკა მელია - პოლიტიკოსებზე თავდასხმა პირველად არ ხდება, ეს არის შურისძიება კონკრეტულად გახარიას წინააღმდეგ
გურჯაანში ტრაილერი გადაბრუნდა - გარდაცვლილია ოთხი ადამიანი
თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში თანამშრომელთა ხელფასი იზრდება
კახა კალაძე: შეურაცხყოფის მიუხედავად, ღონისძიებებში ჩართული ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ „საახალწლო სოფელს“ გამართულად ემუშავა
არქივი