ლევან დავითაშვილი აშშ-ის 95-მილიონიანი დახმარების შეჩერებაზე - ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობას,თუმცა კონკრეტულად ამ დახმარებაზე ვერაფერს გეტყვით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 01 აგვისტო 2024, 14:41

არ ვიცი რა ტრანშზე, რა დახმარებაზეა საუბარი - საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან არ გადაუხვევია, მკაფიოდ მინდა განვაცხადო - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფის შეჩერებას შეეხებოდა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, აშშ-თან საქართველოს აქვს, ექნება და კიდევ უნდა გაღრმავდეს მჭიდრო თანამშრომლობა.

„საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან არ გადაუხვევია, მკაფიოდ მინდა, განვაცხადო, ეს არის ძალიან ცალსახა, შესაბამისად, ჩვენთვის დაახლოება და პარტნიორობა დასავლეთთან ისეთივე აქტუალური რჩება, როგორც იყო ყოველთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, მათ შორის აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობას. კონკრეტულად ამ დახმარებაზე ვერაფერს გეტყვით. მე არ ვიცი, რაზეა საუბარი. ალბათ, უფრო მეტი განმარტება იქნება, კონკრეტულად რა ტრანშზე, ან რაზე იყო ლაპარაკი, რა პროექტზე. მე ამის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია, ამიტომ ვერაფერს მოგახსენებთ. დანარჩენი იმას, რომ ჩვენ აშშ-თან გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა, გვაქვს და კიდევ უფრო უნდა გავაღრმაოთ, ამის განწყობას გიფიქსირებთ“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტ პირდაპირ დახმარებას აჩერებს. კერძოდ, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგად, შეერთებული შტატები 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას აჩერებს, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას.

ენტონი ბლინკენი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობის ნორმებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
SpaceX-ის დირექტორმა გლობალურ ფორუმზე ხაზი გაუსვა საქართველოს „სტრატეგიულ როლს" ციფრულ განვითარებაში
გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო
ვლადიმერ ბოჟაძე როთის ვიზიტზე: ეს არის ქვეყნის შიგნით საქმეებში ჩარევა. რა თქმა უნდა, ასეთი ვიზიტები არაფრის მომცემია თავად როთისთვის ან თავად ოპოზიციისთვის
ვახტანგ ჩოჩია როთზე: მის პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე თვალსაჩინო ადგილი უკავია საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეობას. მან, ფაქტობრივად, უფრო მეტი პოპულარობა დააგროვა ქართულ „ნაც ბაბლში“, ვიდრე მას ჰქონდა პოპულარობა გერმანიაში
დავით მათიკაშვილი: კომისიის მიზანი იქნება იმ დანაშაულების გამოძიება და სისტემური დანაშაულის საბოლოო შეფასება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო მათ მიერ ჩადენილი ჩვენ ქვეყანაში
არქივი