სანდრო ბაზაძე: ვიტყვი, რომ მსაჯმა წამაგებინა ოლიმპიური თამაშები. კიდევ ბევრს მივაღწევ. კიდევ ვიშრომებ. იმედი მაქვს, იმავეს აღარ გააკეთებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
204 30 ივლისი 2024, 12:16

რაც არ უნდა გავასაჩივრო და ამას აუცილებლად გააკეთებენ, სამწუხარო ის არის, რომ რისთვისაც ვიბრძვი, მედალი მე არ შემხვდება. მიჭირს, ამის გადატანა, - ამის შესახებ მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჟურნალისტებს აეროპორტში განუცხადა.

პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნებულმა ბაზაძემ აღნიშნა, რომ მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბარი არ სურს.

„აღარ მინდა, ვისაუბრო ამ ყველაფერზე, ხალხს თავი მოვაბეზრო, რომ მსაჯმა წამაგებინა. წამაგებინა, ჰოო, ვიტყვი ამას, რომ წამაგებინა ოლიმპიური თამაშები.

რაც არ უნდა გავასაჩივრო და ამას აუცილებლად გააკეთებენ, სამწუხარო ის არის, რომ რისთვისაც ვიბრძვი, მედალი მე არ შემხვდება. მიჭირს, ამის გადატანა იმიტომ, რომ ვიბრძვი ამისთვის - ისე არ მოდის ეს ყველაფერი. ვშრომობ, ძალიან დიდი შრომა მაქვს ჩადებული.

ცოტა ხნით აუცილებლად უნდა დავისვენო, რადგან სხვაგვარად, შესაძლოა გადავიწვა და ვერასდროს ვერაფერს მივაღწიო. ეს არასდროს მოხდება. კიდევ ბევრს მივაღწევ. იმიტომ მივაღწევ კიდევ ბევრს, რომ კიდევ ვიშრომებ. იმედი მაქვს, იმავეს აღარ გააკეთებენ“, - განაცხადა ბაზაძემ.

პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სამშობლოში დაბრუნდა. აეროპორტში მას გულშემატკივრები დახვდნენ. ბაზაძემ მედიასთან ოლიმპიადაზე ჩატარებული საკუთარი თამაში შეაფასა და მსაჯის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი