ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ შედეგი ძალაში დარჩა და სანდრო ბაზაძე მედლისთვის ბრძოლას ვერ გააგრძელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
168 27 ივლისი 2024, 23:07

სამწუხაროდ, შედეგი ძალაში დარჩა და სანდრო ბაზაძე მედლისთვის ბრძოლას ვერ გააგრძელებს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა განაცხადა.

„სანდრო ბაზაძე ეგვიპტელ სპორტსმენთან დამარცხდა და შეჯიბრს გამოეთიშა. ჩვენ სანდროსგან, როგორც ძალიან გამოცდილ სპორტსმენისგან, რომელიც დიდი ხანია მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია, მედალს ველოდით. ეს იყო მისთვის მესამე ოლიმპიური თამაში, მაგრამ სამწუხაროდ სანდრო შეჯიბრს გამოეთიშა. ტრიბუნიდან როდესაც თვალს ადევნებს სპორტის ამ სახეობას, რთულია განსაზღვრო რეალურად რა მოხდა საფარიკაო ბილიკზე, თუმცა როგორც ჩანს საფუძველი არსებობდა, რადგან სხვანაირად შეუძლებელი იყო. სანდრომ ეს ყველაფერი გააპროტესტა“, - აღნიშნა ელგუჯა ბერიშვილმა.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ საერთაშორისო ორგანიზაციაში საჩივრის წერილი გაგზავნა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი