დავით მათიკაშვილი: როგორც ჩანს, ოლიგარქი კეზერაშვილი საკუთარ პირობებს უყენებს რადიკალურ ოპოზიციას, მათ შორის კონკრეტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც დამფინანსებელ ოლიგარქ კეზერაშვილთან უნდა იყოს შეთანხმებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 27 ივლისი 2024, 14:49
ოლიგარქი კეზერაშვილი საკუთარ პირობებს უყენებს რადიკალურ ოპოზიციას, მათ შორის კონკრეტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც დამფინანსებელ ოლიგარქ კეზერაშვილთან უნდა იყოს შეთანხმებული, - ამგვარად გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობაში” საკადრო გადანაცვლების თემა კვიპროსში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ვიზიტის დროს, დავით კეზერაშვილთან შეხვედრაზე გადაწყდა.

„კეზერაშვილი გახლავთ ამ კუთხით ის არაფორმალური მმართველი, რომელიც რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ წინსვლას ფინანსურად უზრუნველყოფს საარჩევნო მარათონზე. ამავდროულად, როგორც ჩანს, ოლიგარქი კეზერაშვილი საკუთარ პირობებს უყენებს რადიკალურ ოპოზიციას, მათ შორის კონკრეტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც დამფინანსებელ ოლიგარქ კეზერაშვილთან უნდა იყოს შეთანხმებული. კეზერაშვილმაც, ჯაფარიძემ, სააკაშვილმა და სხვა პირებმა რაც არ უნდა იმოქმედონ, როგორც არ უნდა შეეცადონ, რომ მათთვის სასურველი პოლიტიკური გზით წარმართონ საარჩევნო პროცესები, ეს რა თქმა უნდა, ფიასკოსთვის არის განწირული”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ კადრების გადანაცვლების თემა, მათ შორის პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძის არჩევა კვიპროსში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ვიზიტის დროს, დავით კეზერაშვილთან შეხვედრაზე გადაწყდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს
პაველ ჰერჩინსკი - გულწრფელად ვიმედოვნებ, საქართველოში არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი იქნება და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება
შალვა პაპუაშვილი - 2030 წელს საქართველო პირველად გახდება ელექტროენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ნიშნავს, რომ ელექტროენერგიაზე ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება ენერგიის იმპორტის გარეშე შეგვეძლება
რუსთველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
არქივი