ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა ოლიმპიურ თამაშებზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში გადავიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 27 ივლისი 2024, 14:11

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ძიუდოისტთა ტურნირი დაიწყო, სადაც მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) თავის სადებიუტო ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

21 წლის ქართველმა მერვედფინალში ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჩაკს სძლია და მეოთხედფინალში გავიდა. ნახევარფინალში გასასვლელად სარდალაშვილის მეტოქე სავარაუდოდ თურქი ილდიზი იქნება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტთა ტურნირი 2 აგვისტოს დასრულდება. 3 აგვისტოს კი პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
ირაკლი კობახიძე - გილოცავთ ისტორიული საბაგიროს აღდგენას, ასეთი პროექტები ხელს უწყობს მეტი შესაძლებლობების შექმნას, დედაქალაქის კიდევ უფრო განვითარებას
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს
პაველ ჰერჩინსკი - გულწრფელად ვიმედოვნებ, საქართველოში არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი იქნება და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება
შალვა პაპუაშვილი - 2030 წელს საქართველო პირველად გახდება ელექტროენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ნიშნავს, რომ ელექტროენერგიაზე ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება ენერგიის იმპორტის გარეშე შეგვეძლება
არქივი