ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი გაიხსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 27 ივლისი 2024, 14:10

ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი გაიხსნა. ადგილზე, ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე იმყოფებოდა, რომელმაც ცენტრი დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალსა და პაციენტებს შეხვდა.

ჯანდაცვის მინისტრმა, ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს პრიორიტეტი, მოსახლეობისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, პროცესში გამოკვეთილ ხარვეზებზე კი მყისიერი რეაგირება ხდება.

ფოთის მუნიციპალიტეტში, ბენეფიციარები დიალიზის სერვისს, 2021 წლიდან ერთ-ერთ კერძო კლინიკაში იღებდნენ, თუმცა ადგილზე, სერვისის მიღების შესაძლებლობა, დაახლოებით, ერთი თვეა შეეზღუდათ.

პრობლემის გადაჭრის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობა სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. შედეგად კი, ფოთის მოსახლეობას, ახალი, მაღალი სტანდარტების შესაბამისი, დიალიზის ცენტრი აქვს.

ცენტრის გახსნამდე, პაციენტები, უახლოეს მუნიციპალიტეტში იღებდნენ სამედიცინო მომსახურებას. მათ ტრანსპორტირებას კი ფოთის მერია უზრუნველყოფდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - 2030 წელს საქართველო პირველად გახდება ელექტროენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ნიშნავს, რომ ელექტროენერგიაზე ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება ენერგიის იმპორტის გარეშე შეგვეძლება
რუსთველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
გრეტა წიწავა „მგზავრებს“: თქვენ რომ არ გეძინათ რუსეთში რათა კაი კონცერტი გამოგსვლოდათ და მათ კონკურსებში გაგემარჯვათ, მაგ პერიოდში მე და ბევრს „ოცნებიდან“ არ გვეძინა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიეღო
შალვა პაპუაშვილი: რეგისტრირებული 30,000-ზე მეტი NGO-დან 25,000-მდე ორგანიზაცია უმოქმედოა. აქედან უცხოურ დაფინანსებას 600-მდე ორგანიზაცია იღებს და მხოლოდ 136 მათგანისათვის აღმოჩნდა მიუღებელი გამჭვირვალობა
არქივი