საქართველომ უარი თქვა საკუთარი ქვეყნის გამანადგურებელ საომარ პოლიგონად გადაქცევაზე, მის "უკრაინიზაციაზე" და მომენტალურად იქნა დავიწყებული პარტნიორული ურთიერთობები, საერთაშორისო მისიებში ჩვენს მიერ გაწეული მონაწილეობა, ათობით დაღუპული და ასობით დასახიჩრებული ქართველი მეომარი, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
ქართველიშვილის თქმით, ОДКБ-ს წევრ სომხეთში, თავდაცვის სამინისტროში პენტაგონის მუდმივ წარმომადგენლობას ხსნიან იმ პერსპექტივით, რომ თბილისიდან თუ არა, ერევნიდან მაინც მოახერხებენ მთლიანად სამხრეთ კავკასიის აფეთქებასა და საომარ ცეცხლის ალში გახვევას.
„საქართველომ უარი თქვა საკუთარი ქვეყნის გამანადგურებელ საომარ პოლიგონად გადაქცევაზე, მის "უკრაინიზაციაზე" და მომენტალურად იქნა დავიწყებული პარტნიორული ურთიერთობები, საერთაშორისო მისიებში ჩვენს მიერ გაწეული მონაწილეობა, ათობით დაღუპული და ასობით დასახიჩრებული ქართველი მეომარი. ამიტომაც შეუჩერეს თავდაცვის სამინისტროს 30 ვერცხლის (30 მილიონი ევროს) დაფინანსება და გადაისროლეს ეს თანხა იმ NGO და მედიების ანგარიშებზე, ვინც მესამე წელია მეორე ფრონტის გახსნაზე ოცნებობს და უკრაინის წინაშე "სირცხვილის გრძნობის" გამო იტანჯება.
მხოლოდ იმიტომ შეაჩერეს ჩვენთან ტრადიციული ყოველწლიური ორმხრივი წვრთნები ჩვენმა "პარტნიორებმა", რომ ომში ჩათრევასა თუ ჩაყოლაზე უარი განვაცხადეთ. თითქოს ნიშნის მოგებით, წელს ამ წვრთნებს ОДКБ-ს წევრ სომხეთში ატარებენ, მათ თავდაცვის სამინისტროში პენტაგონის მუდმივ წარმომადგენლობას ხსნიან იმ პერსპექტივით, რომ თბილისიდან თუ არა, ერევნიდან მაინც მოახერხებენ მთლიანად სამხრეთ კავკასიის აფეთქებასა და საომარ ცეცხლის ალში გახვევას.
ჩვენი "პარტნიორების" ეს ზრახვები იმდენად ნათელი და პრიმიტიულია, რომ ვერანაირ ეჭვებს ვერ გიტოვებს მათი შესაძლო გაქარწყლების მიზნით. პარტნიორულ ურთიერთობებში თითქოს ის სეგმენტი მაინც უნდა დარჩენილიყო ხელუხლებელი და "აპოლიტიკური", რომელიც იმავე ავღანეთში ჩვენი მეომრების გვერდიგვერდ ბრძოლასა და ერთად დაღვრილ სისხლზე იყო დაფუძნებული. მაგრამ სადაც ადგილი აქვს ფასეულობების ტოტალურ გაუკუღმართებას, რომელ ღირებულებების პატივისცემაზეა საუბარი“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |