აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საქართველოს საჯარო უნივერსიტეტების სტუდენტური კლუბების წევრებს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
26 27 ივლისი 2024, 11:56

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს საჯარო უნივერსიტეტების სტუდენტური კლუბების წევრებს შეხვდა.11 სტუდენტური კლუბი საჯარო უნივერსიტეტების ასობით სტუდენტს აერთიანებს.

თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდებს აჭარაში განხორციელებული და დაგეგმილი საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული, საინვესტიციო პროექტები გააცნო და მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან მუდმივი კომუნიკაცია და მათი ჩართულობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას.

,,ძალიან ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა სტუდენტებთან. ბევრი კონკრეტული და ასევე, ეროვნული მნიშვნელობის კითხვა დაისვა. რა თქმა უნდა ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ახალგაზრდებთან მაქსიმალურ ურთიერთობას, კომუნიკაციას და ყოველთვის მათთან ერთად დავგეგმავთ იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტებს რაც არსებითია ჩვენი ხვალინდელი დღისთვის"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სტუდენტური კლუბები უნივერსიტეტების ბაზაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა და მიზანს ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა წარმოადგენს. კლუბების წევრებს შესაძლებლობა აქვთ შეხვედრები გამართონ მათთვის სასურველ ცნობილ სახეებთან – პოლიტიკოსებთან, სპორტსმენებთან, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მიმოიხილეს აჭარის რეგიონის განვითარების დინამიკა ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის მიმართულებები.

სტუდენტურ კლუბებთან გამართულ შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ნიკა ჩხარტიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში ესწრებოდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსთველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
გრეტა წიწავა „მგზავრებს“: თქვენ რომ არ გეძინათ რუსეთში რათა კაი კონცერტი გამოგსვლოდათ და მათ კონკურსებში გაგემარჯვათ, მაგ პერიოდში მე და ბევრს „ოცნებიდან“ არ გვეძინა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიეღო
შალვა პაპუაშვილი: რეგისტრირებული 30,000-ზე მეტი NGO-დან 25,000-მდე ორგანიზაცია უმოქმედოა. აქედან უცხოურ დაფინანსებას 600-მდე ორგანიზაცია იღებს და მხოლოდ 136 მათგანისათვის აღმოჩნდა მიუღებელი გამჭვირვალობა
თბილისის მერია - სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენელთა ბულინგს, პარკის გახსნა შედგება და თბილისელები ამ მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ
არქივი