სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 27 ივლისი 2024, 11:51

2024 წლის 25 და 26 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ქვეყნის განვითარებაში რელიგიის როლი, რელიგიათაშორისი თანამშრომლობის, შემწყნარებლობის და ტოლერანტული გარემოს გაძლიერების ხელშეწყობის საკითხები, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების კუთხით არსებული ძირითადი გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები განიხილეს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, საქართველოს ებრაელთა კავშირის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის და საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს წარმომადგენლებმა.

სახალხო დამცველმა შეხვედრის მონაწილეებს რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით აპარატის მანდატი და საქმიანობა გააცნო. ასევე, ისაუბრა რელიგიური ნიშნით ჩადენილი სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებაზე.

სამუშაო შეხვედრაზე რელიგიის თავისუფლების ჭრილში განხილულ საკითხთა შორის იყო სამხედრო მოსამსახურეთა სავალდებულო გაწვევის ახალი სისტემა და რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეების აღმსარებლობის ნიშნით მონაცემთა დამუშავების წესი; რელიგიური, საკულტო დანიშნულების შენობა-ნაგებობების - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, რესტიტუციის, რესტავრაციის, კუთვნილების, სამშენებლო ნებართვების მოპოვების საკითხები; ასევე განიხილეს სახალხო დამცველის რეკომენდაცია რელიგიური უმცირესობებისთვის, რელიგიური დღესასწაულის დროს, სურვილის შემთხვევაში, გარანტირებული დასვენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიის სწავლების არსებულ პრაქტიკაზეც ისაუბრეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსთველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
გრეტა წიწავა „მგზავრებს“: თქვენ რომ არ გეძინათ რუსეთში რათა კაი კონცერტი გამოგსვლოდათ და მათ კონკურსებში გაგემარჯვათ, მაგ პერიოდში მე და ბევრს „ოცნებიდან“ არ გვეძინა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიეღო
შალვა პაპუაშვილი: რეგისტრირებული 30,000-ზე მეტი NGO-დან 25,000-მდე ორგანიზაცია უმოქმედოა. აქედან უცხოურ დაფინანსებას 600-მდე ორგანიზაცია იღებს და მხოლოდ 136 მათგანისათვის აღმოჩნდა მიუღებელი გამჭვირვალობა
თბილისის მერია - სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენელთა ბულინგს, პარკის გახსნა შედგება და თბილისელები ამ მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ
არქივი