ლევან ნიკოლეიშვილი: ჯარის დაფინანსება გააჩერეს იმიტომ, რომ საქართველომ მეორე ფრონტი არ გახსნა, ორმხრივი წვრთნებიც შეაჩერეს იმიტომ, რომ საქართველომ ომი არ დაიწყო - ეს არის მარტივი ჭეშმარიტება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 27 ივლისი 2024, 10:53
როგორც ამერიკის კონგრესში, საქართველოს უსაფუძვლო, უარგუმენტო კრიტიკა გამჭვირვალობის კანონის მოგონილი თემით ნიშნავს მარტივ რამეს - საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის დაუოკებელ სურვილს, ზუსტად ასევე, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე - ქართული ჯარისთვის დაფინანსების შეწყვეტა არის უმარტივესი მესიჯი ჩვენი ქვეყნისთვის - "არ იომეთ? არ გახსენით მეორე ფრონტი? ჰოდა ფულსაც ვეღარ მიიღებთ", - ამის შესახებ მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, მარტივი ჭეშმარიტებაა ის, რომ ჯარის დაფინანსება და ორმხრივი წვრთნებიც იმიტომ შეაჩერეს, რომ საქართველომ მეორე ფრონტი არ გახსნა. როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ქართულ ჯარს "ლამაზი თვალების" და სიყვარულის გამო არავინ აფინანსებდა.
"როგორც ამერიკის კონგრესში, საქართველოს უსაფუძვლო, უარგუმენტო კრიტიკა გამჭვირვალობის კანონის მოგონილი თემით ნიშნავს მარტივ რამეს - საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის დაუოკებელ სურვილს, ზუსტად ასევე, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე - ქართული ჯარისთვის დაფინანსების შეწყვეტა არის უმარტივესი მესიჯი ჩვენი ქვეყნისთვის - "არ იომეთ? არ გახსენით მეორე ფრონტი? ჰოდა ფულსაც ვეღარ მიიღებთ". დიახ, ჯარის დაფინანსება გააჩერეს იმიტომ, რომ საქართველომ მეორე ფრონტი არ გახსნა. ორმხრივი წვრთნებიც შეაჩერეს იმიტომ, რომ საქართველომ ომი არ დაიწყო. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. "ლამაზი თვალების" და ქართული არმიის სიყვარულის გამო არავინ აფინანსებდა ჩვენს ჯარს. ისინი ემზადებოდნენ გადამწყვეტი მომენტისთვის და რადგან ამ მომენტში ცეცხლი არ გავხსენით და სამშობლო გადავარჩინეთ გარდაუვალ განადგურებას, დაგვსაჯეს დაფინანსების გაჩერებით და წვრთნების გაუქმებით!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
არქივი