„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის კრედიტის გაცემის პირობები შესაძლოა, ოქტომბერში დაასახელონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 27 ივლისი 2024, 10:01
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა რუსეთის აქტივების გაყინვის მოგებიდან 50 მილიარდი დოლარის კრედიტის უკრაინისთვის გაცემის პირობები შესაძლოა, ოქტომბერში დაასახელონ. როგორც „როიტერი“ იუწყება, ამის შესახებ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, ჯანეტ იელენმა განაცხადა.

იელენის განცხადებით, აშშ ცდილობს, ევროპისგან მოიპოვოს გარანტიები, რომ რუსეთის აქტივები ხანგრძლივად იქნება გაყინული.

ჯანეტ იელენმა ასევე, განაცხადა, რომ ბრაზილიაში „დიდი ოცეულის“ ფინანსური ლიდერების შეხვედრაზე, რომელიც თებერვალში გაიმართა, კრედიტის გაცემაზე მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო.

„ძალიან კონსტრუქციული საუბრები გვქონდა. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, რათა ეს საკითხი წინ წავწიოთ”, - აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა.

მისი განმარტებით, აშშ მოითხოვს გარანტიებს, რომ რუსული აქტივები იმ დრომდე იქნება გაყინული, ვიდრე მიღებული მოგება არ დაფარვას კრედიტს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევამდე, შეთანხმებამ კი უკრაინას სუვერენიტეტი უნდა შეუნარჩუნოს და რუსეთის მიერ მიყენებული ზარალი უნდა აანაზღაუროს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: რეგისტრირებული 30,000-ზე მეტი NGO-დან 25,000-მდე ორგანიზაცია უმოქმედოა. აქედან უცხოურ დაფინანსებას 600-მდე ორგანიზაცია იღებს და მხოლოდ 136 მათგანისათვის აღმოჩნდა მიუღებელი გამჭვირვალობა
თბილისის მერია - სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენელთა ბულინგს, პარკის გახსნა შედგება და თბილისელები ამ მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ
ევროპული საბჭო: ველოდებით, რომ საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიებისთვის შეუფერხებელი წვდომით
ჯო ბაიდენი ბერლინში ჩავიდა, სადაც უკრაინის საკითხს განიხილავს
სოზარ სუბარი: სალომე ზურაბიშვილს აქვს ნულოვანი მხარდაჭერა. ყველამ იცის, რომ ის არის გაშიფრული აგენტი
არქივი