გიორგი კალანდარიშვილი: სხვადასხვა სუბიექტმა თავის პოლიტიკურ დღის წესრიგზე მაღლა უნდა დააყენოს არჩევნები და ხელი შეუწყოს პროცესის ადმინისტრირებას. სამწუხაროდ, ამის ნაცვლად ვიღებთ მეტი პოლიტიკის შემოტანის მცდელობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
26 26 ივლისი 2024, 19:20

სხვადასხვა სუბიექტმა თავის პოლიტიკურ დღის წესრიგზე მაღლა უნდა დააყენოს არჩევნები, ეს ეროვნული მნიშვნელობის საკითხი და ხელი შეუწყოს ამ პროცესის ადმინისტრირებას. სამწუხაროდ, ამის ნაცვლად რიგ შემთხვევებში ჩვენ ვიღებთ ძალიან მეტი პოლიტიკის შემოტანის მცდელობას, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ცესკო ცდილობს, „რაც შეიძლება პოლიტიკისგან დაიცალოს ინსტიტუცია“ და მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებაზე იყოს ორიენტირებული.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა სუბიექტს, რომელიც ქმნის არჩევნების ერთობლიობას, ყველას უნდა გვქონდეს კარგად გააზრებული, რომ ეს არ არის ცესკოს არჩევნები, ეს არ არის რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ, ეს არის საყოველთაო პროცესი, ეროვნული ინტერესის მქონე პროცესი, რომელშიც მნიშვნელოვანია ის, რომ ყველამ, მათ შორის სხვადასხვა სუბიექტმა თავის პოლიტიკურ დღის წესრიგზე მაღლა დააყენოს ეს ეროვნული მნიშვნელობის საკითხი და ხელი შეუწყოს ამ პროცესის ადმინისტრირებას. სამწუხაროდ, ამის ნაცვლად, რიგ შემთხვევებში, ჩვენ ვიღებთ ძალიან მეტი პოლიტიკის შემოტანის მცდელობას, მათ შორის, ჩვენი სხვადასხვა კომისიის წევრისგან, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენს, მაშინ, როდესაც ჩვენი პოლიტიკის ნაწილია ის, რომ რაც შეიძლება პოლიტიკისგან დაიცალოს ინსტიტუცია და მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრირებაზე იყოს ორიენტირებული.

ასევე, ამ ფონზე ჩვენ არაერთი მადისკრედიტებელი კამპანიის მსხვერპლი ვხვდებით, დეზინფორმაციის, ცილისწამების, უსაფუძვლო ბრალდებების და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვათვითცნობიერებთ, რომ ეს ამ პროცესის თანმდევი ნაწილია და ეს არ არის მხოლოდ ქართული გამოწვევის შედეგი. ეს არის გლობალური გამოწვევა“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

კალანდარიშვილის თქმით, მათი ინსტიტუცია არის ძალიან ღია და გახსნილი ნებისმიერი კონსტრუქციული და ჯანსაღი ფორმის ურთიერთობაზე.

„თუ არის ისეთი საკითხი, რომელიც დარჩენილ პერიოდში რაიმე გაუმჯობესებას, მოწესრიგებას დამატებით საჭიროებს, ნაცვლად იმისა, რომ უსაფუძვლო ბრალდებები ვისმინოთ, პირიქით, ჯანსაღი ურთიერთობისა და თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ სრულ მზაობას გამოვხატავთ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ეს საკითხები მოვაგვაროთ.

სხვა შემთხვევაში, აღნიშნულის ნაცვლად ჩვენ ვიღებთ უსაფუძვლო კრიტიკას, დეზინფორმაციებს და ასე შემდეგ, რომლის მიზანია, განხორციელდეს კონკრეტული პერსონალების, ინსტიტუტის დისკრედიტაცია, რეპუტაციის შელახვა. ბოლო პერიოდში ვისმენთ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, მათ შორის, სტიგმატიზების მცდელობებიც იყო“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი