გიორგი კალანდარიშვილი: უცხოეთში, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 ათასი ამომრჩეველი არის საფუძველი იმის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინსტიტუციას საარჩევნო უბნის შექმნაზე მომართოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 26 ივლისი 2024, 19:19

უცხოეთში, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 ათასი ამომრჩეველი არის საფუძველი იმის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინსტიტუციას მომართოს საარჩევნო უბნის შექმნასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო უბანი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე იქმნება.

„იმ ამომრჩევლებს, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, შესაძლებლობა აქვთ კენჭისყრის დღემდე, არაუგვიანეს მე-19 დღისა, მომართონ საარჩევნო ადმინისტრაციას, იმ უბნებს, რომელიც შექმნილი იქნება შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და არჩევნებში მონაწილეობის მიზნით გაიარონ სათანადო რეგისტრაცია.

აუცილებელია შევახსენოთ უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო უბანი იქმნება დიპლომატიურ წარმომადგენლობაში. ასეთია ქართული გამოცდილება, ასეთია ქართული საკანონმდებლო მოწესრიგება და ასეთია გლობალურად საკითხთან დაკავშირებით მიდგომა იმ ქვეყნებში, რომლებიც ქმნიან საარჩევნო უბნებს უცხოეთში მათი თანამემამულეების არჩევნებში მონაწილეობის კუთხით.

მინდა ვთხოვო ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ ნუ შევიყვანთ ჩვენს თანამემამულეებს შეცდომაში. ჩვენ ვაკეთებთ მთელ საინფორმაციო კამპანიას, რომ მაქსიმალურად დიასპორებში განხორციელდეს სარეკლამო რგოლების განთავსება და წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო აქტიურები ვიქნებით, რადგან საზოგადოების სწორად ინფორმირება მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯო ბაიდენი ბერლინში ჩავიდა, სადაც უკრაინის საკითხს განიხილავს
სოზარ სუბარი: უკრაინის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა არის მოლდოვა - თუ ამას ევროპულ სტანდარტს უწოდებენ, კარგად ყოფილა ევროპის საქმე
სოზარ სუბარი: ოპოზიციის გეგმა არის უიმედობა - ყოველი მათი განცხადება არის უიმედობის გამოსხივება
სოზარ სუბარი: ეს ბანერები არის ძალიან მარტივი არჩევანი, რა გველოდება იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში და რა არის იმის ალტერნატივა „ქართული ოცნების“ მოსვლის შემთხვევაში
სოზარ სუბარი: წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე „ენჯეო“ აგენტურამ ჩაატარა ბრიფინგი, თითქოს რამდენიმე ათეული ყალბი პირადობის მოწმობა დაიბეჭდა არჩევნების გაყალბების მიზნით. შემდეგ ვერცერთი ფაქტი ვერ დადეს, ვერც ახლა დადებენ
არქივი