ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, სუს-ში გამოკითხვაზე ჯოყოლა აჭიშვილიც დაიბარეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
20 26 ივლისი 2024, 17:24

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სუს-ში გამოკითხვა მიმდინარეობს.

ზვიად (ჯოყოლა) აჭიშვილი ადვოკატთან ერთად მოდულის შენობაში, გამოკითხვაზე უკვე 2 საათზე მეტია იმყოფება. აჭიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას დამალა, რომ გამომძიებლებს კითხვები მის მიმართ ტერორიზმის მომზადებასთან დაკავშირებით ჰქონდათ. სუს-ის შენობაში შესვლამდე მან განაცხადა, რომ ის გამოკითხვაზე ტერორიზმის საქმის ფარგლებში არ დაუბარებიათ.

ამასთან, სუს-ში გამოკითხვაზე რამდენიმე წუთის წინ ასევე მივიდა რამაზ ქავთარაშვილი. ადვოკატთან ერთად ამ წუთებში იგი მოდულის შენობაში იმყოფება. საუბრისას მან განაცხადა, რომ სუს-ის გამომძიებლები დაუკავშირდნენ და ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაიბარეს, თუმცა იგი ასევე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რატომ მოხდა მისი დაბარება ამ საქმეზე.

სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი