თეა წულუკიანი პარიზში ქართველ ოლიმპიელებს შეხვდა და გამარჯვებები უსურვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
142 26 ივლისი 2024, 15:18

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი პარიზში, ოლიმპიურ სოფელში, ქართველ სპორტსმენთა დელეგაციას შეხვდა და სპორტსმენებს ოლიმპიადაზე წარმატება უსურვა. 

პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ღონისძიება 26 ივლისს გაიმართება, ქართველი სპორტსმენები კი ასპარეზობაში 27 ივლისიდან ჩაერთვებიან. 2024 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს წარმომადგენლები ათ სპორტის სახეობაში ჰყავს. პარიზში საქართველოს ღირსებას დაიცავს 28 სპორტსმენი: ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), რობერტ კობლიაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ვლადიმერ გამყრელიძე (თავისუფალი ჭიდაობა), გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), გოდერძი ძებისაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ლაშა გურული (კრივი), გიორგი ყუშიტაშვილი (კრივი), ლიკა ხარჩილავა (მძლეოსნობა), ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა), ანა ნიჟარაძე (ცურვა), ნოე ფანცხავა (ცურვა), შოთა მიშველიძე (ძალოსნობა), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), ირაკლი ჩხეიძე (ძალოსნობა), ეთერ ასკილაშვილი (ძიუდო) , ლაშა ბექაური (ძიუდო), ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო), გურამ თუშიშვილი (ძიუდო), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ილია სულამანიძე (ძიუდო), გიორგი სარდალაშვილი (ძიუდო), სოფიო სომხიშვილი (ძიუდო), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო).

აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ოლიმპიადაზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მედლისთვის იბრძოლებს ძიუდოისტ ქალ-ვაჟთა შერეული ნაკრები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი