შალვა პაპუაშვილი: 26 ოქტომბერს, ჩვენს მოქალაქეებს ყველაზე მარტივი და ცხადი არჩევანი ექნება, ვინაიდან არჩევანი დგას ომსა და მშვიდობას, ნგრევასა და წინსვლას, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 26 ივლისი 2024, 12:13

შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე რუსეთისთვის სანქციებთან დაკავშირებით ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა რა მოთხოვნებს აწესებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები უკრაინაში ომის დასაწყისში და ისაუბრა იმ შედეგებზე, რომლებიც მოსკოვისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას მოჰყვებოდა.

„რა იქნებოდა ამგვარი თავქარიანი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის ეკონომიკური შედეგი, ეკონომისტების მიერ დეტალურად დათვლილია. 2022 წელს ნაცვლად 10%-იანი ეკონომიკური ზრდისა, საქართველოს ექნებოდა 17%-მდე ეკონომიკური ვარდნა, რაც 18 მილიარდი ლარის ზარალს უდრის. შედეგად, ჩვენ სამჯერ უფრო დიდ ეკონომიკურ დარტყმას მივიღებდით, ვიდრე ეს პანდემიის დროს იყო, რაც ეკონომიკის ჩამოშლის ტოლფასია. თანაც, ეს იმ შემთხვევაში თუ ესკალაცია ეკონომიკურ ომს არ გაცდებოდა.

რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ესკალაცია ცხელ ომამდე მიგვიყვანდა, ამას ვფიქრობ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე არა მხოლოდ უკრაინის მაგალითზე, არამედ ჩვენი ქვეყნის ახლო წარსულიდანაც კარგად ხვდება. ამის საპირისპიროდ, სწორედ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა არავის ინტერესი არ დააყენა, დღეს ვართ ლამის ერთადერთი მშვიდობის კუნძული ცეცხლის ალში გახვეულ რეგიონში და გვაქვს ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები. ამიტომაც, 26 ოქტომბერს, ჩვენს მოქალაქეებს ყველაზე მარტივი და ცხადი არჩევანი ექნება, ვინაიდან არჩევანი დგას ომსა და მშვიდობას, ნგრევასა და წინსვლას, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი