შალვა პაპუაშვილი - რომ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ვინ იცის, რა მოხდებოდა 2021 წლის არჩევნების წინა დღეს, როგორ აირეოდა სიტუაცია, ვისი ტყვია გაისვრიდა და ვისი ტანკი დადგებოდა ამ ქვეყანაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 26 ივლისი 2024, 11:27

რომ არა ზუსტად ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ტერორიზმის საქმეს იძიებს, რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გამართულობა, ვინ იცის, რა მოხდებოდა 2021 წლის არჩევნების წინა დღეს, როგორ აირეოდა სიტუაცია, ვისი ტყვია გაისროდა და ვისი ტანკი დადგებოდა ამ ქვეყანაში, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რომელიც“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობასთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხებოდა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი, იმისთვის, რომ ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში.

„გამოძიება სრულად დაადგენს, რასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება მოლოდინებსა და წარმოდგენებს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს ილუზია და გვაქვს ყველანაირი მოლოდინი, რომ ეს ოპოზიცია ყველაფერზე წამსვლელია. შეგახსენებთ ყველას როგორ ოპოზიციასთან გვაქვს საქმე - ამ ოპოზიციამ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შეთანხმებით, ქვეყანაში შემოაპარა მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ხომ ვიცით, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ფარულად შემოპარება ორგანიზებული იყო უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მიერ. ნახეთ, რით დასრულდა ეს ყველაფერი. საქართველო კინაღამ ჩაითრიეს სამოქალაქო დაპირისპირებაში. რომ არა ზუსტად ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ამ საქმეს იძიებს, რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გამართულობა, ვინ იცის, რა მოხდებოდა 2021 წლის არჩევნების წინა დღეს, როგორ აირეოდა სიტუაცია, ვისი ტყვია გაისვრიდა და ვისი ტანკი დადგებოდა ამ ქვეყანაში. ამ ოპოზიციისგან ნუ გვაქვს წარმოდგენა, რომ ისინი რაიმეზე უკან დაიხევენ. მათ უკან დასახევი გზა არ აქვთ! ის ფურცელი, რაზეც მათ ხელი აქვთ მოწერილი, ქვეყნის ღალატის, სხვა ჯგუფების და გარე ძალები ინტერესში დგომის ხელწერილი, ამ ხელწერილს და ამ პირობას თავისი ფასი აქვთ. ეს ფასი არის, რომ მოიცილონ ყველანაირი მორალური ზღვარი, შებოჭვა და წავიდნენ ყველაფერზე. ამიტომ ეს ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი, იმისთვის, რომ რამენაირად ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზნად, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას ისახავს.

სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი