BBC - რამდენიმე სპორტსმენი ჩივის, რომ პარიზში, ოლიმპიურ სოფელში საკვების უკმარისობა შეინიშნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
117 25 ივლისი 2024, 15:34

რამდენიმე სპორტსმენი ჩივის, რომ პარიზში, ოლიმპიურ სოფელში საკვების უკმარისობა შეინიშნება. ამის შესახებ BBC ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ათლეტები აღნიშნავენ, რომ საუზმეზე მათთვის შეთავაზებული საკვები, განსაკუთრებით კი კვერცხი და შემწვარი ხორცი საკმარისი არ იყო. ოლიმპიურ სოფელს საკვებით კომპანია Sodexo Live! ამარაგებს, რომელმაც დაადასტურა, რომ გარკვეულ პროდუქტებზე მოთხოვნა მართლაც მოსალოდნელზე მაღალი იყო და პირობა დადეს, რომ ვითარებას გამოასწორებენ.

ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების დროს, ოლიმპიურ სოფელში დღეში დაახლოებით 40 ათასი ადამიანი უნდა გამოკვებონ.

ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია პარიზში 26 ივლისს გაიმართება. საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში ( ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი