ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
256 25 ივლისი 2024, 15:02

საქართველოს ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით. საქართველოში გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი და ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დავითაშვილს მედიის წარმომადგენელმა ჰკითხა: „საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 65 პროცენტით არის შემცირებული უცხოური ინვესტიციები. ოპონენტები ამ ყველაფერს პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირებენ, კონკრეტულად გამჭვირვალობის შესახებ კანონს. თქვენ რას უკავშირებთ ამ დოზით ინვესტიციების შემცირებას?“.

დავითაშვილის თქმით, საქართველო ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯერ კიდევ ინარჩუნებს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-თან მიმართებით.

„ეს ექვს პროცენტზე მაღალია. ბოლო სამი წლის განმავლობაში გვქონდა ხუთ მლრდ-ზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. რაც შეეხება კონკრეტული კვარტლის მონაცემებს, ეს არ არის რეპრეზენტატული, რადგან უფრო ღრმა ანალიზია საჭირო, როდესაც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე ვსაუბრობთ. მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში არის კაპიტალი, რომელიც იზრდება, ან სესხები, რომელთა გადახდაც ხდება, ან ერთჯერადი ტრანზაქციები. შესაბამისად, წლიურ ჭრილში შევაფასებთ, მეტ ანალიზს გავაკეთებთ და წარმოგიდგენთ.

მერწმუნეთ, საქართველოს ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით. საქართველოში გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ანუ მთავარი ამოცანა. ამავე დროს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმზე გვაქვს, რაც იფარება ხოლმე პირდაპირი ინვესტიციებით. მთავარია, როგორი პარამეტრებია და ჩვენ აბსოლუტურად ჯანსაღი მაკროეკონომიკური პარამეტრები გვაქვს. მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, საკმაოდ დაბალი ინფლაცია გვაქვს. საქართველოს ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში და მდგრადი – გამოწვევების მიმართ. ვფიქრობ, ამ ტენდენციებს შევინარჩუნებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან
გია ვოლსკი - კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას როცა ეხება საქმე, ბუნდესტაგში ადეიშვილის ყოფნა უნდა მივიჩნიოთ უპატივცემულობად, დიპლომატიური ეთიკის დარღვევად
არქივი