65
25 ივლისი 2024, 12:33
ძალიან მარტივია დაინახო 2012 წლის შემდეგ, ქვეყნის წინსვლა და განვითარება, ძალიან მარტივია დაინახო განსხვავება 2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომ საქართველოს შორის, ძალიან მარტივია რადგან რიცხვები არ და ვერ იტყუებიან, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე და სხვადასხვა მონაცემებს აქვეყნებს.
ბოჟაძის თქმით, 2012 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 7 000 ლარი იყო, ხოლო 2024 წელს 3-ჯერ მეტი - 22 000 ლარია.
„ძალიან მარტივია დაინახო 2012 წლის შემდეგ, ქვეყნის წინსვლა და განვითარება, ძალიან მარტივია დაინახო განსხვავება 2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომ საქართველოს შორის, ძალიან მარტივია რადგან რიცხვები არ და ვერ იტყუებიან:
- 2012 წელს ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა იყო 8 000 000 000 ლარი, 2024 წელს არის 56 000 000 000 ლარი, რაც 2012 წელზე 7-ჯერ მეტია. მათ შორის 6-ჯერ გაზრდილია ფიზიკური პირების დანაზოგების მოცულობა, რომლის რაოდენობა 29 000 000 000 ლარია.
- 2012 წელს ქვეყანაში მანქანების რაოდენობა იყო 632 000, 2024 წლამდე რაოდენობა 2.6-ჯერ გაიზარდა - 1 700 000 ერთეული.
- 2012 წელს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 26 000 000 000 ლარი იყო, 2024 წელს არის 3.2-ჯერ მეტი - 81 000 000 000 ლარია.
- 2012 წელს ქვეყნის ბიუჯეტი 9 000 000 000 ლარი იყო, 2024 წლის ბიუჯეტი 3-ჯერ მეტია. - 28 000 000 000 ლარია, რაც ივნისში კიდევ 519 000 000 ლარით გაიზარდა.
- 2024 წლის ბიუჯეტი 2 000 000 000 აღემატება 2012 წლის მთლიან შიდა პროდუქტს.
- 2012 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი იყო 7 000 ლარი, 2024 წელს არის 3-ჯერ მეტი - 22 000 ლარი.
- 2023 წელს 5-ჯერ მეტი ბინა გაიყიდა, ვიდრე 2012 წელს და მყიდველთა 82% საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეა,“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |