დავით ქართველიშვილი რადიკალებს: ქართულ საზოგადოებაში ლეთარგიული ძილიდან გამოიღვიძა ქართულმა გენმა და ქართველობის კოდმა, ასე რომ, ტყუილად ნუ შეწუხდებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 25 ივლისი 2024, 12:26
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში მიმოიხილავს. 

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ქართულ საზოგადოებაში ლეთარგიული ძილიდან გამოიღვიძა ქართულმა გენმა და ქართველობის კოდმა, შესაბამისად, ქვეყნის მოწინააღმდეგეები მიზნებს ვეღარ მიაღწევენ. 

„გრძელდება „პროქტოლოგის" დაშინების მცდელობა მისთვის „ერთი ადგილის" ჩვენებით. აქამდე გავეცანით ჩვენი ოპოზიციის საყვარელი ქვეყნის (სამსიტყვიან წინადადებაში ხუთჯერ რომ ახსენებენ) საგარეო დაზვერვის სამსახურის „მეგობრულ" გაფრთხილებას: საარჩევნოდ ბაიდენის (?) ადმინისტრაცია კუდის ბოლო მოქნევას გეგმავს მორიგი „მაიდანის" სახითო და თუ არეულობა შედგა და ქვეყნის სათავეში ის ძალები დაბრუნდნენ, ვინც ცხინვალისა და სოხუმის მიმართულებით „ბლიცკრიგით" გვემუქრებოდნენ, რა გაეწყობაო (არ გვინდა - но надо), მოგვიწევს საქართველოს ოკუპაციის დასრულებაო.

ამჟამად კი ბაიდენის (?) ადმინისტრაციის კუდის ბოლო მოქნევაზე თურქეთიც ალაპარაკდა. ქვეყნის ავტორიტეტული გამოცემა Cumhuriyet-ი წერს: აშშ არ ეშვება რუსეთის წინააღმდეგ „სამხრეთის ფრონტის" გახსნის შესაძლებლობას, ამჟამად უკვე სომხეთის გამოყენებით. გამოცემის აზრით, საქართველოში სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაციის გეგმა ჩაიშალა, ამჟამად კი სომხეთის „კარტის გათამაშება“ სურთ.

Cumhuriyet-ს ამის დასტურად მოჰყავს ვაშინგტონში NATO-ს სამიტზე ОДКБ-ს წევრი-სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის დაპატიჟების ფაქტი, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში პენტაგონის მუდმივი წარმომადგენლობის გახსნის პერსპექტივების განხილვა და ერთობლივი სომხეთ-ამერიკული სამხედრო სწავლება Eagle Partner 2024-ის სტარტი.

ეს გაფრთხილებები, პროგნოზები და ვარაუდები გასაგებია ჩვენთვის. გასათვალისწინებელი კი სამი ძირითადი ასპექტია, რომელზეც არც ჩრდილოეთში და არც სამხრეთში ყურადღებას არ ამახვილებენ: 1) საქართველომ შეიმუშავა „მაიდანის", „მეორე ფრონტის" და „სახელმწიფო გადატრიალების" მიმართ მტკიცე „დაბუსტერებული" იმუნიტეტი და ქვეყნის სათავეში აღარაა 2016-2020 წ.წ. „ჩამოსხმის" ხელისუფლება; 2) არეულობის (თუნდაც ფეიკ ნარატივების საფუძველზე) მოწყობასაც იმ „ერთი ადგილის" ქონა უნდა, რასაც ვერც პოლიტიკური ცვილის ფიგურები და ვერც „ურფინ ჯიუსი და მისი ხის ჯარისკაცები" ამ იმუნიტეტის ფონზე ვერ შეძლებენ და 3) ქართულ საზოგადოებაში ლეთარგიული ძილიდან გამოიღვიძა ქართულმა გენმა და ქართველობის კოდმა (იხ. 17 მაისის სრულიად საქართველო). ასე რომ, ტყუილად ნუ შეწუხდებით.ლ,“- წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
არქივი