Snoop Dogg-ი ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მიიღებს მონაწილეობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 25 ივლისი 2024, 10:18

Snoop Dogg-ი პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს, ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

26 ივლისს რეპერი ჩირაღდანს გახსის ცერემონიამდე, პარიზის ჩრდილოეთით, სენ-დენიში გაატარებს, სადაც ოლიმპიური სოფლის ნაწილი, სტადიონი „სტად დე ფრანსი“ და ახალი ოლიმპიური ცენტრი მდებარეობს.

ამასთან, Snoop-ი პარიზში ამერიკული ტელეკომპანია NBC-ს სპეციალური კორესპონდენტის სტატუსში დარჩება. რეპერი დაესწრება სხვადასხვა შეჯიბრს, გაესაუბრება სპორტსმენებს და მათ ახლობლებს. ამასთან ის პარიზის ღირსშესანიშნაობებსაც დაათვალიერებს.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია პარიზში ხვალ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი