ედიშერ გვენეტაძე: აუცილებელია საქართველოს სახელმწიფომ მიმართოს ყველა პოლიტიკურ-სამართლებრივ ღონისძიებას, რათა საქართველოში ყურით იქნან ჩამოთრეულნი ხელისუფლებაში ცხრა წლის მანძილზე მყოფი კრიმინალები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 24 ივლისი 2024, 14:05

„აუცილებელზე აუცილებელია საქართველოს სახელმწიფომ მიმართოს ყველა პოლიტიკურ-სამართლებრივ ღონისძიებას, რათა საქართველოში ყურით იქნან ჩამოთრეულნი ხელისუფლებაში ცხრა წლის მანძილზე მყოფი ის კრიმინალები, რომლებიც წლებია გაქცეულნი და შეფარებულნი არიან უკრაინაში ზელენსკის სახელისუფლებო ხროვის მიერ!“ - ასე ეხმიანება ედიშერ გვენეტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ სუსი იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

გვენეტაძის თქმით, დროა უპირობოდ დასრულდეს ზემოთ ხსენებული პირების ავი ზრახვებისადმი მოთმინებით ყურება და ყველა დამნაშავემ კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე.

„აუცილებელზე აუცილებელია საქართველოს სახელმწიფომ მიმართოს ყველა პოლიტიკურ-სამართლებრივ ღონისძიებას, რათა საქართველოში ყურით იქნან ჩამოთრეულნი ხელისუფლებაში ცხრა წლის მანძილზე მყოფი ის კრიმინალები, რომლებიც წლებია გაქცეულნი და შეფარებულნი არიან უკრაინაში ზელენსკის სახელისუფლებო ხროვის მიერ! ეს ვაჟბატონები ისევ და ისევ უკრაინიდან აპირებენ საქართველოში სისხლისღვრის დემონსტრირებას! საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ სუბიექტებს საქართველოში ჩადენილი აქვთ უმძიმესი დანაშაულები. მათ არამც და არამც არ აჩერებენ გარე თუ შინა პატრონები და აგერ უკვე მერამდენე ტერაქტს და უბედურებას აგეგმინებენ საქართველოში. ამიტომაც დროა უპირობოდ დასრულდეს მათი ავი ზრახვებისადმი მოთმინებით ყურება და ყველა დამნაშავემ კანონის მთელი სიმკაცრით პასუხი აგოს, ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე. დრო არ ითმენს!“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
არქივი