ლევან ნიკოლეიშვილი შესაძლო ტერორისტულ აქტზე: უკრაინულ მხარეს არამარტო ინფორმაციის მოწოდება უნდა მოეთხოვოს, არამედ გამოძიების შედეგად გამოვლენილი პირების საქართველოსთვის გადმოცემა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 24 ივლისი 2024, 13:34

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ იძიებენ უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ უკრაინული მხარის არამეგობრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არაერთხელ დადასტურდა, მიუხედავად ამისა შესაბამისმა სტრუქტურებმა კატეგორიულად უნდა დააყენონ მოთხოვნა, უკრაინის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ და გარდა ინფორმაციის მოწოდებისა უნდა მოეთხოვოთ, გამოძიების შედეგად გამოვლენილი პირების საქართველოსთვის გადმოცემა.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, ტერორიზმის საკითხებთან დაკავშირებით ბევრი სახელმწიფო თანამონაწილეობს ერთმანეთთან, ინფორმაციის გაცვლით დაწყებული, ტერორიზმში ეჭვმიტანილი და ბრალდებული დამნაშავეების გადაცემით დამთავრებული. როგორც საქართველოს უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, „ვიძიებთ უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.“

აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად მიმაჩნია უკრაინულ მხარეს არამარტო ინფორმაციის მოწოდება უნდა მოეთხოვოს, არამედ გამოძიების შედეგად გამოვლენილი პირების საქართველოსთვის გადმოცემა. უკრაინული მხარის არამეგობრული დამოკიდებულება ჩვენს მიმართ არაერთხელ დადასტურდა, მიუხედავად ამისა საქართველოს შესაბამისმა სტრუქტურებმა კატეგორიულად უნდა დააყენონ ასეთი მოთხოვნა უკრაინის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, მათ შორის უნდა იყოს გამოყენებული სტრატეგიული პარტნიორები ე.წ. დახმარებაც. სხვათა შორის ახლა გამოჩნდება მათი სტრატეგიული პარტნიორობის გულახდილობაც და მეგობრული ზრახვებიც საქართველოსთან მიმართებაში“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი: სადამკვირვებლო მისიები ხელს უშლიან საოლქო კომისიებს და პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით ახდენენ ადამიანების სტიგმატიზაციას, ნათელია, მიღებული აქვთ გადაწყვეტილება, არჩევნებამდეც აწარმოონ ბინძური კამპანია
დავით ქართველიშვილი: ნაცსექტის საარჩევნო პროგრამა იმდენად მაზალოა, თავად რომ შეგვახსენონ - მორცხვად უტყდებათ
თამარ ჩიბურდანიძე: სალომე ზურაბიშვილი ქართული ძეგლების აღდგენისთვის აჯილდოებს სხვებს, ბიძინა ივანიშვილს კი არც ახსენებს, რომელმაც ყველაზე მეტი გაიღო ამ საქმისთვის
შალვა პაპუაშვილი: სტუმარი რომ სახლში შემოგივა, ხალხს რანგებად დაგიხარისხებს და მერე არჩევას დაიწყებს, ვისთან ეკადრება საუბარი და ვისთან არა, მაგ დროს უნდა მიხვდე, რომ ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ
ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს პროკურატურამ უშუალოდ დავით კეზერაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ჩართულობა დაადგინა თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეში - ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა „გადაახიო“ თავზე თაღლითებს, მათი აბსურდული ბრალდებები
არქივი