გია აბაშიძე შესაძლო ტერორისტულ აქტზე: დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს დასავლელ კოლეგებთან, ამ უმძიმეს საქმეს ბოლომდე მიიყვანს და გამოავლენს ყველა კრიმინალსა და საქართველოს მტერს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 24 ივლისი 2024, 13:14
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს დასავლელ კოლეგებთან, ამ უმძიმეს საქმეს ბოლომდე მიიყვანს და გამოავლენს ყველა კრიმინალსა და საქართველოს მტერს, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ სუსი იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

აბაშიძე აღნიშნავს, რომ ლიბერალური ფაშიზმის ექსტრემისტული გამოვლინებები გლობალური სენია, განსაკუთრებით დასავლეთში. მისივე თქმით, ქმედითი, ოპერატიული პრევენციულ-პროფილაქტიკური და საგამოძიებო მოქმედებებით, სუსი მოწოდების სიმაღლეზეა და სამართალდამცავ ერთიან სისტემასთან ერთად არ დაუშვებს ჩვენს ქვეყანაში ანტისახელმწიფოებრივი აქტების გაღვივება-წახალისებას. „დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს დასავლელ კოლეგებთან, ამ უმძიმეს საქმეს ბოლომდე მიიყვანს და გამოავლენს ყველა კრიმინალსა და საქართველოს მტერს. სამწუხაროდ, ლიბერალური ფაშიზმის ექსტრემისტული გამოვლინებები გლობალური სენია, განსაკუთრებით დასავლეთში. ქმედითი, ოპერატიული პრევენციულ-პროფილაქტიკური და საგამოძიებო მოქმედებებით, სუსი მოწოდების სიმაღლეზეა და სამართალდამცავ ერთიან სისტემასთან ერთად არ დაუშვებს ჩვენს ქვეყანაში ანტისახელმწიფოებრივი აქტების გაღვივება-წახალისებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა."-წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
არქივი