ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში და ველოდებით პრაგმატულ ნაბიჯებს აშშ-დან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 24 ივლისი 2024, 12:00

ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში და ველოდებით პრაგმატულ ნაბიჯებს აშშ-დან. სამართლიან და სწორ ნაბიჯებს საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„იმედი გვაქვს, რომ შეწყდება თავდასხმები საქართველოზე. ისეთი თავდასხმები, როგორიც მათ შორის გუშინაც მოვისმინეთ. ეს თანაბრად შედის საქართველოსა და აშშ-ის ინტერესებში. თუ იქნება სამართლიანი მიდგომა, ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება გარდატეხა ურთიერთობაში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მათ შორის აუცილებელია იმ აბსოლუტურად გაუგებარი აქტების გახმობა, რომელიც მიიღო ამერიკის ხელისუფლებამ სავიზო შეზღუდვების სახით და ა.შ, რომელიც ჯერ უკავშირდებოდა ჯერ სასამართლო ხელისუფლებას, შემდეგ აღმასრულებელ ხელისუფლებას და ა.შ. ურთიერთობის გადატვირთვისთვის პირველ რიგში აუცილებელია სამართლიანობა ურთიერთობებში და ჩვენ ველოდებით ასეთ შემხვედრ ნაბიჯებს. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს. მთავარია, რომ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები აშშ-ის მთავრობის მხრიდანაც. ჩვენ ველოდებით, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში დამთავრდება ომი უკრაინაში. თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ უკვე იანვარშიც შეიძლება დასრულდეს ომი. როგორც კი რეგიონში ვითარება დამშვიდდება. მაშინვე შეიცვლება მიდგომები საქართველოს მიმართ, ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი“, -აღნიშნა კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი