იოანე შაიშმელაშვილი: ნუ დაივიწყებთ, უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ წევრებიდან რამდენიმე აქტიურად იმუქრებოდა საქართველოში ტანკებით შემოსვლითა და გადატრიალებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 23 ივლისი 2024, 14:47

„სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო გადატრიალებისა და „ფერადი“ თუ „მშვიდობიანი“ რევოლუციის მოწყობის მცდელობის მოწმეები არაერთხელ გავხდით,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი იოანე შაიშმელაშვილი, რითაც ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმიანება.

მისივე თქმით, როგორც რობერტ ფიცო, ისე ტრამპი, ვიქტორ ორბანი და ბიძინა ივანიშვილი გლობალური ომის პარტიის დღის წესრიგს ეწინააღმდეგებიან და ამიტომაც შესაძლოა, რომ საქართველოშიც იგეგმებოდეს ტერორისტული აქტი.

„ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე გამოძიება რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის, განსაკუთრებით კი ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო გადატრიალებისა და „ფერადი“ თუ „მშვიდობიანი“ რევოლუციის მოწყობის მცდელობის მოწმეები არაერთხელ გავხდით. ასე იყო 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ასე იყო 2023 წელს, როდესაც გამჭვირვალობის კანონი პირველად დადგა დღის წესრიგში, „გულანთებული ახალგაზრდები“ კი მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ, ასე იყო წელსაც, როდესაც ძალიან დიდი ზეწოლა განხორციელდა ქვეყანაზეც, ხელისუფლებაზეც და მმართველ გუნდზეც იმისთვის, რომ ეს კანონი არ მიგვეღო.

ვნახეთ ჩანაწერები, როგორ ამზადებდნენ სერბი ტრენერები აუდიტორიას გადატრიალებისთვის, როგორ ასწავლიდნენ სხვადასხვა საშუალების გამოყენებას პარლამენტის შტურმით ასაღებად, მაგალითად ბულდოზერიც იყო მოყვანილი…

დღეს კი დაკითხვიდან გამოსულებისა და ადვოკატის განცხადებებში უკვე ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების სახელებმა გაიჟღერა.

სხვათა შორის, ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ წევრებიდან რამდენიმე აქტიურად იმუქრებოდა აქ ტანკებით შემოსვლითა და გადატრიალებით.

ეს მოცემულობა უნდა განვიხილოთ სლოვაკეთის პრემიერ ფიცოზე, შტატების საპრეზიდენტო კანდიდატ ტრამპზე და პრემიერ ირაკლი კობახიძესთან მიმართებით ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მუქარის კონტექსტში.

მოყვანილ მაგალითებში საერთო ის არის, რომ როგორც ფიცო, ისე ტრამპი და ბიძინა ივანიშვილი და მთლიანობაში „ქართული ოცნების“ გუნდი არასისტემურ, ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების მიხედვით ადგენენ პოლიტიკას, ეს კი გლობალური ომის პარტიის დღის წესრიგს ეწინააღმდეგება. ამ წინააღმდეგობის გამო ესროლეს ფიცოს, ესროლეს ტრამპს, ემუქრებოდნენ პრემიერ კობახიძეს და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი ტერორისტული აქტი ან შეთქმულებაც იგეგმება“, - წერს იოანე შაიშმელაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
არქივი