39
23 ივლისი 2024, 12:54
ბოჟაძის თქმით, ასე ებრძვიან ყველას ვინც იცავს საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, ვისთვისაც მთავარი ღირებულება არის ღმერთი, სამშობლო, ოჯახი.
„როცა პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ირიბად დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით, მაშინ ოპოზიციამ ეს საკითხი ხუმრობის და ქილიკის საგნად აქცია. ოპოზიციისგან ეს არ გაგვიკვირდა, მაგრამ თურმე ამ ქილიკის ფონზე ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერაქტს გეგმავდნენ, რადგან 2024 წლის არჩევნებში გარდაუვალი მარცხი ელოდებათ. ომის და ღალატის პარტია, მათი მართვადი მედიები და უფლებადამცველები უკვე 7 დღეა მალავენ ინფორმაციას, რომ მათი აქტივისტების მიმართ გამოძიება სავარაუდო ტერორისტული აქტის მომზადებაზე მიმდინარეობს. ესროლეს რობერტ ფიცოს, დაემუქრნენ ირაკლი კობახიძეს, ავარიას გადაურჩა ვიქტორ ორბანი, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს დონალდ ტრამპი, ტერორისტულ აქტს გეგმავენ ბიძინა ივანაშვილის მიმართ, ასე ებრძვიან ყველას ვინც იცავს საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, ვისთვისაც მთავარი ღირებულება არის ღმერთი, სამშობლო, ოჯახი.
ვერც სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ვერც ტერორისტული აქტის მომზადებით, მითუმეტეს ფაქტობრივი თუ მოსალოდნელი სანქციებით ვერავის შეაშინებენ, ჩვენი გუნდი, თუნდაც სიცოცხლის ფასად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, ჩვენს მამულს, ენას და სარწმუნოებას!"- წერს ბოჟაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |