გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ გვაქვს მშვიდობის, კეთილდღეობის, ღირსების შენარჩუნების დღის წესრიგი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, არჩევანი ძალიან მარტივად გასაკეთებელი იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 23 ივლისი 2024, 10:05

26 ოქტომბერი არის პირდაპირი რეფერენდუმი. რატომ? იმიტომ, რომ საჯაროდ აქვს გაცხადებული ოპოზიციას თავისი დღის წესრიგი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს მშვიდობის, კეთილდღეობის, ღირსების შენარჩუნების დღის წესრიგი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, არჩევანი ძალიან მარტივად გასაკეთებელი იქნება“, - მიიჩნევს მაჭარაშვილი.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი