ნენსი პელოსიმ საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატად კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
80 23 ივლისი 2024, 01:01

ნენსი პელოსიმ საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატად კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი.

„დემოკრატიულ პარტიაში ჩვენი მრავალფეროვნება და ერთობა ჩვენი სიძლიერეა. ახლა ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა დონალდ ტრამპი მტკიცედ დავამარცხოთ და ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტად კამალა ჰარისი ენთუზიაზმით ავირჩიოთ. წინ გამარჯვებისკენ!“, - განაცხადა ნენსი პელოსიმ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა აღნიშნა, რომ კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატურის მიმართ მისი მხარდაჭერა „ოფიციალური, პირადი და პოლიტიკურია“.

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 5 ნოემბრის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატად კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი