ზაალ ანჯაფარიძე-რეფერენდუმის თემის შემოგდება არის ოპოზიციის კლასტერის პოლიტიკური უსუსურობის და მორალური დეგრადაციის მორიგი თვალსაჩინო ინდიკატორი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 22 ივლისი 2024, 12:03
რეალობას მოწყვეტილი, მავნებლური და მოღალატეობრივი დისკურსი, თითქოს ეს არჩევნები არის რეფერენდუმი "ევროპა თუ რუსეთი," უნდა განადგურდეს და რაც შეიძლება მალე.“-წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. 

ანალიტიკოსის თქმით, რეფერენდუმის ადვოკატების ლოგიკას რომ გავყვეთ, 2024 წელს ჩვენი საზოგადოების განწყობა და ორიენტაცია ისე რადიკალურად შეცვლილა, რომ პრორუსული და პროევროპული ორიენტაციის მოქალაქეთა რაოდენობა გათანაბრდა და ახლა რეფერენდუმად გადაქცეულმა არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს თუ რომელი მხარე გადაწონის.


მისივე თქმით, სინამდვილეში, რეფერენდუმის თემის შემოგდება არის ოპოზიციის კლასტერის  პოლიტიკური უსუსურობის და მორალური დეგრადაციის მორიგი თვალსაჩინო ინდიკატორი.


„რეალობას მოწყვეტილი, მავნებლური და მოღალატეობრივი დისკურსი, თითქოს ეს არჩევნები არის რეფერენდუმი "ევროპა თუ რუსეთი," უნდა განადგურდეს და რაც შეიძლება მალე.
რატომ არის ის არარეალური? 2024 წლამდე საქართველოში ჩატარებული ყველა გამოკითხვა აჩვენებდა, რომ მოსახლეობის 80-85% ევროინტეგრაციის მხარდამჭერია. ამაზე აპელირებენ ხელისუფლებაც, ოპოზიციაც მისი ენჯეოებით, და დასავლელი პარტნიორებიც.
რეფერენდუმის ადვოკატების ლოგიკას რომ გავყვეთ, 2024 წელს ჩვენი საზოგადოების განწყობა და ორიენტაცია ისე რადიკალურად შეცვლილა, რომ პრორუსული და პროევროპული ორიენტაციის მოქალაქეთა რაოდენობა გათანაბრდა და ახლა რეფერენდუმად გადაქცეულმა არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს თუ რომელი მხარე გადაწონის.
გამოდის,  რომ NDI/IRI გამოკითხვები სიცრუე და მანიპულაცია ყოფილა, თუკი ამდენმა ჩვენმა მოქალაქემ უცებ რუსეთისკენ იბრუნა პირი და რეფერენდუმი გახდა საჭირო....
ხომ ხედავთ, საკუთარი ბინძური პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე  რა მავნებლურ და ხალხისთვის შეურაცხმყოფელ პოლიტიკურ აბსურდს  გვახვევენ თავს, ცდილობენ დასავლეთიც დაარწმუნონ ამაში და იქაც ეტყობა ვიღაცები იჯერებენ ამას.
სინამდვილეში, რეფერენდუმის თემის შემოგდება არის ოპოზიციის კლასტერის  პოლიტიკური უსუსურობის და მორალური დეგრადაციის მორიგი თვალსაჩინო ინდიკატორი“-წერს ზაალ ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
ბერდია სიჭინავა - ჩვენს გუნდს თურმე ეძებენ და ვერ პოულობენ პროტესტში, ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ“, თან „თვალთხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს
არქივი