60
22 ივლისი 2024, 10:29
უკრაინაში "გლობალური ომის პარტიის" მასშტაბური სისხლიანი აფერა დასასრულს უახლოვდება, მათი ორგროშიანი ნაცკონგლომერატი საქართველოში მათთვისვე გამოუსადეგარი ხდება. თუმცა, საარჩევნო ფართხალი მაინც ექნებათ,- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ BBC-სთან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, რომ უკრაინაში ომის ცხელი ეტაპი, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს.
ანალიტიკოსის თქმით, საქართველო აგრძელებს გლობალურ "დანაღმულ ველზე" სვლას მშვიდობის კიდევ უფრო დაფასებით და სტაბილური განვითარების კურსით, რაც მრავალი საერთო სიკეთის საწინდარია.
„დონალდ ტრამპი უმცროსის შავი იუმორი "ტვიტერზე" - ზელენსკის ზარებს ბაიდენი აღარ პასუხობს, ის დაჟინებით ითხოვს ფულს...
უკრაინის კორუმპირებული პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციისადმი ამგვარი დამოკიდებულება სიახლე არაა არც აშშ-ში, არც ევროპაში.
ამასობაში, უკრაინის ხალხის ხარჯზე უბოროტესი კლოუნადა ახალ ეტაპზე გადადის - უკრაინაში ომის ცხელი ეტაპი, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს, განაცხადა ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში. მისი თქმით, უკრაინა ამზადებს საპასუხო გეგმას, რომელსაც შესთავაზებს რუსეთს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომის დასრულება არ ნიშნავს ყველა ტერიტორიის ძალის გამოყენებით დაბრუნებას და ამას, შესაძლოა, დიპლომატიის ძალამ შეუწყოს ხელი, მაგრამ უკრაინა ბრძოლის ველზე მაინც ძლიერი უნდა იყოს.
უკრაინაში "გლობალური ომის პარტიის" მასშტაბური სისხლიანი აფერა დასასრულს უახლოვდება, მათი ორგროშიანი ნაცკონგლომერატი საქართველოში მათთვისვე გამოუსადეგარი ხდება. თუმცა, საარჩევნო ფართხალი მაინც ექნებათ.
საქართველო კი აგრძელებს გლობალურ "დანაღმულ ველზე" სვლას მშვიდობის კიდევ უფრო დაფასებით და სტაბილური განვითარების კურსით, რაც მრავალი საერთო სიკეთის საწინდარია“, - წერს აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |