62
22 ივლისი 2024, 09:38
ეს კვირა ორი ამბით დაიწყო: 1. როგორც იქნა ბაიდენმა მოხსნა თავის კანდიდატურა საპრეზიდენტო მარათონიდან, ამით ფსევდო ლიბერალიზმის აღზევების დასარულის დასაწყისი ოფიციალურად დაიწყო. 2. ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ წლის ბოლომდე ომის ცხელი ფაზა დასრულდება. სხვათა შორის რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების სურვილიც ოფიციალურად(!) პირველად გამოთქვა, - წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.
ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ მაშინ როცა საქართველოში მშვიდობას დასცინოდნენ, გაურკვეველია რისთვის ღირდა ამხელა მსხვერპლის გაღება უკრაინის მიერ.
„ეს კვირა ორი ამბით დაიწყო: 1. როგორც იქნა ბაიდენმა მოხსნა თავის კანდიდატურა საპრეზიდენტო მარათონიდან, ამით ფსევდო ლიბერალიზმის აღზევების დასარულის დასაწყისი ოფიციალურად დაიწყო. 2. ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ წლის ბოლომდე ომის ცხელი ფაზა დასრულდება. სხვათა შორის რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების სურვილიც ოფიციალურად(!) პირველად გამოთქვა. აი, იმ უსინდისო პოლიტიკოსებს თუ ექსპერტებს მინდა ვკითხო, წლის ბოლოსთვის უკრაინას რუსეთი დამარცხებული ეყოლება თუ ტერიტორიები დაბრუნებული? მაშ, რისთვის ღირდა ამხელა მსხვერპლის გაღება, რომ განწირული უკრაინის გადასარჩენად რუსეთთან ყველაფერზე შეთანხმებულიყვნენ? საქართველოში მშვიდობას რომ დასცინოდნენ და გაკვირვებული მხრებს იჩეჩდნენ ვინ გექაჩებათ რუსეთთან ომშიო, ის ხალხი სად არის ახლა?“, -წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |