ზურაბ ქადაგიძე - გუშინ ამბობდნენ, უკრაინამ ომში გაიმარჯვაო და დღეს, თურმე გადასარჩენი ყოფილა?! სამწუხაროდ, ასეთი ბედი ელის ყველა ქვეყანას, ვისი ხელისუფლებაც მარიონეტია უცხოელი აქტორების ხელში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 21 ივლისი 2024, 15:34
გუშინ ამბობდნენ, უკრაინამ ომში გაიმარჯვაო და დღეს, თურმე გადასარჩენი ყოფილა?!”- წერს ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, რომელიც  დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, “დონალდ ტრამპს აქვს ძალა და გამბედაობა, გამოასწოროს ყველაფერი, გადაარჩინოს უკრაინა, მშვიდობა დაამყაროს და შეაჩეროს კონფლიქტის დესტრუქციული გავრცელება“




ქადაგიძის თქმით, საქართველოში აუცილებელია დავიწყოთ, ქართული პოლიტიკის გაწმენდა პარაზიტებისა და აგენტებისაგან. 26 ოქტომბერი არის შანსი, რომელიც საუკუნეში ერთხელ ჩნდება და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ




“ბიზნესმენებმა ფული შეაგროვეს,
პოლიტიკოსებმა იარაღი, ოჯახებმა  მებრძოლები…
ორი წლის თავზე - ბიზნესმენები “ვორქ-შოფებზე” მსჯელობენ, პოლიტიკოსები ახალ არჩევნებზე, ხოლო ოჯახები პარაკლისებს იხდიან…

ასე გაწირეს და საზარბაზნე ხორცად აქციეს უკრაინა!

ასეთივე გეგმის ნაწილი ვიყავით ჩვენც, რომ ავყოლოდით პოლიტიკურ კონიუნქტურას და დავეყოლიებინეთ გლობალური ომის პარტიას, თუმცა ხელისუფლების ეროვნული პოლიტიკითა და ქართველი ხალხის უბადლო პრაგმატულობით, სასწაულებრივად გადავრჩით!

გუშინ ამბობდნენ, უკრაინამ ომში გაიმარჯვაო და დღეს, თურმე გადასარჩენი ყოფილა?!

სამწუხაროდ, ასეთი ბედი ელის ყველა ქვეყანას, ვისი ხელისუფლებაც მარიონეტია უცხოელი აქტორების ხელში.

არ ვიცი, სტამბულის სამშვიდობო სამიტის ჩამშლელი ჯონსონი და ტრამპი, როგორ გადაარჩენენ უკრაინას, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ საქართველოში აუცილებელია დავიწყოთ, ქართული პოლიტიკის გაწმენდა პარაზიტებისა და აგენტებისაგან.

26 ოქტომბერი არის შანსი, რომელიც საუკუნეში ერთხელ ჩნდება და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ!”- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
ბერდია სიჭინავა - ჩვენს გუნდს თურმე ეძებენ და ვერ პოულობენ პროტესტში, ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ“, თან „თვალთხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს
შალვა პაპუაშვილი საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება
არქივი