დავით ჩიხელიძე ბორის ჯონსონის განცხადებაზე: დასავლეთმა უკრაინა ჯერ შეაგულიანა, ომი დააწყებინა, შემდეგ მიატოვა, მარცხისთვის გაწირა, ახლა კი ტრამპის იმედი აქვთ, რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო გადარჩეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 21 ივლისი 2024, 14:03

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის ხაზგასმით ამბობს, რომ დარწმუნებულია ტრამპს უკრაინის გადარჩენა შეუძლია. ჯონსონის სიტყვები პირველი აღიარებაა, რომ დასავლეთმა რაღაც ვერ გათვალა, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ფაქტია, რომ დასავლეთს ომის სადავეები ხელიდან გაექცა, სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს.

დასავლეთმა უკრაინა ჯერ შეაგულიანა, ომი დააწყებინა. შემდეგ მიატოვა, მარცხისთვის გაწირა. ახლა კი ტრამპის იმედი აქვთ, რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო გადარჩეს, ფაქტია დასავლეთს ომის სადავეები ხელიდან გაექცა, სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს და „ახალი კაცის“ იმედი აქვთ, რადგან თავიანთ რიგებში არ ჰყავთ ძლიერი ლიდერი, რომელსაც პუტინთან საუბარი და ომის პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია.

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის ხაზგასმით ამბობს, რომ დარწმუნებულია ტრამპს უკრაინის გადარჩენა შეუძლია. ჯონსონის სიტყვები პირველი აღიარებაა, რომ დასავლეთმა რაღაც ვერ გათვალა, მიუხედავად იმისა რომ უკრაინას ფინანსურ და სამხედრო დახმარებას დაჰპირდნენ, ფაქტია დაპირებამ კარგად არ იმუშავა, ბელგია უკრაინისთვის F-16 ის გადაცემას 2028 წელს გეგმავს, უფრო „შორს“ წავიდა ნატოს გენ მდივანი, რომელმაც თქვა, რომ ევროპა მზად უნდა იყოს, უკრაინა რუსეთის 10 წლიანი ომისთვის, აღნიშნული უკრაინის და მისი მოსახლეობის გაწირვას ნიშნავს, მიუხედავად იმისა ომი როდის დასრულდება, უკრაინას, ომამდელ მდგომარეობასთან დასაბრუნებლად ათწლეულები დაჭირდება.

ცალკე უნდა შევეხოთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, თუნდაც ომი ერთ თვეში დასრულდეს, ეს უკრაინისთვის დიდი შვება ვერ იქნება, რადგან მისი ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებული დარჩება, ისევე როგორც საქართველოს შემთხვევაში, როცა დასავლეთისგან დაიმედებული სააკაშვილი, განდიდების მანიამ შეიპყრო, შედეგად კი საქართველოს ტერიტორიების გარკვეული ნაწილი დავკარგეთ”, - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
არქივი